უკრაინელმა ბლოგერმა გაგვიზიარა საიდუმლო, თუ როგორ უნდა გამოიყენოთ ერთი მარტივი ტექნიკა თქვენი სახის ფორმის ხაზგასასმელად და პროფესიონალური მაკიაჟის ეფექტის მისაღებად.
მაკიაჟის კონტურირების გზას მხოლოდ ვიზაჟისტები არ მიმართავენ, სწორი მიდგომით მისი ყოველდღიურობაში გამოყენებაც საკმაოდ მარტივია.
ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ შეარჩიოთ ისეთი ფერის ჩრდილები, რომლებიც თქვენს კანის ფერს ზუსტად შეეფერება და ისწავლოთ როგორ უნდა შექმნათ ბუნებრივი ჩრდილი. ამას გარდა, უნდა დაადგინოთ, როგორი ფორმის სახე გაქვთ.
მაგალითად, წაგრძელებული სახის შემთხვევაში მისი ფორმა უნდა გახადოთ შედარებით მრგვალი ფორმის, ამისთვის, კონტური უნდა წაისვათ შუბლისა და ნიკაპის კუთხეებში, სახის ცენტრალური ნაწილები კი პირიქით - ნათელი სილამაზის პროდუქტებით შეავსოთ.
დაგჭირდებათ:
- ფუნჯი კონტურისთვის;
- კორექტორი;
- გამჭირვალე, პრიალა პომადა;
- მაკიაჟის ფუნჯი ან ღრუბელი;
კონტურის ფუნჯის გამოყენებით, გაამუქეთ თმის ხაზი შუბლზე და წარბების კიდეზე. წაისვით პროდუქტი ლოყებზე, ნიკაპზე და ცხვირის წვერზეც.
გამოიყენეთ კორექტორი შუბლის გასანათებლად, ასევე თვალების ქვეშ და ლოყების ქვემო ნაწილების გასანათებლად.
წაისვით მოწითალო პუდრა ლოყებზე, შუბლის კიდეებზე და ძალიან ცოტა ნიკაპზეც.
6 ვარსკვლავი, რომელსაც მაკიაჟის გარეშე ალბათ ვერც კი იცნობდით
"სცადეთ, მართლა ძალიან ეფექტიანია და თან - ძალიან იაფი" - ნინო ჩხეიძის რჩევა ქალებს იდეალური სახის კანისთვის
5 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რომლებსაც ლაინერის წასმის დროს უშვებთ