გუშინ „ბალენსიაგამ“, დემნა გვასალიას ხელმძღვანელობით, პარიზში BALENCIAGA Haute Couture Show გამართა, რომელსაც უამრავი ცნობილი ადამიანი და მოდელი დაესწრო.
პოდიუმზე ვიხილეთ ნიკოლ კიდმანის, დუა ლიპას და კიმ კარდაშიანის დებიუტიც, რაც შოუს მთავარი მოვლენა გახდა.
ჩვენებაზე გამოვიდა ამერიკელი მოდელი ბელა ჰადიდიც, რომელსაც დემნასთან დიდი ხანია განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს და დიზაინერის მიმართ სიყვარულს ყოველთვის საჯაროდ გამოხატავს.
როგორც ჩანს, მოდელს ჩვენებაზე გამოსვლამდე ბევრი რამ გადახდა თავს, რის შესახებაც „ინსტაგრამზე“ დაპოსტა.
„პირადობა დავკარგე, ახალი გავაკეთე, 6-ის ნახევარზე პარიზში ვიყავი, 7-ზე გადაღება მქონდა და 12-ზე პოდიუმზე გამოვედი. ძალიან რთული იყო“, - დაწერა მოდელმა და ფოტოებზე დემნა გვასალიაც მონიშნა.


„მე უფრო უშნო ვიყავი, არასდროს ვყოფილვარ ჯიჯისავით მაგარი...“ - ბელა ჰადიდმა აღიარა, რომ ცხვირის პლასტიკური ოპერაცია 14 წლის ასაკში გაიკეთა
ბელა ჰადიდის ბავშვობის ოცნება ხდება - რა სიახლეს უზიარებს მოდელი გულშემატკივრებს
„ვამაყობ, რომ შენთან ვმუშაობ; მადლობა, დემნა, მადლობა "ბალენსიაგას" გუნდს, ყველანი შესანიშნავები ხართ“ - ბელა ჰადიდი შოუდან მიღებულ თანხას უკრაინელების დასახმარებელ საქველმოქმედო ფონდში გადარიცხავს