პარიზში გამართული „ბალენსიაგას“ ჩვენების წინ დემნა გვასალიამ ემოციური ლექსი წაიკითხა, რომელიც, მისი გულშემატკივრების აზრით, აფხაზეთსა და საქართველოს ეძღვნებოდა, თუმცა მოგვიანებით დემნამ განმარტა, რომ ლექსი არა სამშობლოს, არამედ ხელოვნებას და ქმარს მიუძღვნა.
„je t’aime ყველაზე ლამაზი სიტყვაა ჩემთვის. კუტიური, ის, რასაც მე ვაკეთებ, არის ერთადერთი რამ, რისი შექმნაც მინდა ახლაც და მომავალშიც. ეს სასიყვარულო წერილი ეძღვნებოდა ჩემი ცხოვრების სიყვარულსა და ჩემს სამუშაოს, ანუ ხელოვნებას და ჩემს ქმარს“, - თქვა გვასალიამ Vougue-თან ინტერვიუში.
დემნა მომღერალ ლოიკ გომესზე 2016 წელს დაინიშნა. ისინი ერთი წლის შემდეგ დაქორწინდნენ. წყვილი ამჟამად შვეიცარიაში, ტყესთან ახლოს მდებარე სახლში ცხოვრობს. ლოიკი გვასალიაზე 12 წლით უმცროსია.
ქორწინების შესახებ ინფორმაცია წლების წინ დემნამ თავად გაავრცელა, როდესაც "ინსტაგრამზე" დადო ფოტო წარწერით: „და მე ვთქვი კი“.
ლოიკი ელექტრონული მუსიკის დიდი მოყვარულია და ბოლო დროს დემნას ჩვენებებისთვისაც ქმნის მუსიკას, რომელიც „ბალენსიაგას“ მომხმარებლებს ძალიან მოსწონთ. რაც შეეხება საკუთარ კარიერას, ლოიკი BFRND-ის სასცენო სახელით მოღვაწეობს და ძალიან წარმატებული კარიერა აქვს.
დემნა და ლოიკი ერთმანეთს პირველად „ვეტმანის“ შოუს წინ შეხვდნენ, სადაც დემნამ მომავალ ქმარს 2016 წლის ჩვენებისთვის სიმღერის ჩაწერა სთხოვა. ლოიკი წარმოშობით საფრანგეთიდანაა, მაგრამ, როგორც დემნამ აღნიშნა, ისინი თავს ყველაზე კარგად შვეიცარიაში გრძნობენ და საფრანგეთში არ იცხოვრებენ, რადგან მთავრობისთვის აბსურდული რაოდენობის კომუნალური გადასახადების გადახდა არ სურთ.
დემნა გვასალიას რიგით მეორე couture ჩვენება პარიზში, ცნობილი სტუმრები და ნიკოლ კიდმანის დებიუტი პოდიუმზე - ქართველმა დიზაინერმა მოდის სამყარო კიდევ ერთხელ აალაპარაკა
"უკაცრავად, ბებიაჩემია; გადავურეკავ, ინტერნეტი არ აქვს" - დემნა გვასალიამ ბებიის ზარის საპასუხოდ ინტერვიუ შეწყვიტა
"არასდროს წარმომედგინა, თუ ოდესმე ამას ვიტყოდი! შრომა ყოველთვის ფასდება და ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი. დემნა, შენ ჩემი გმირი ხარ" - საბა ბახიას მორიგი წარმატება