ჯონი დეპმა ემბერ ჰარდის შესახებ ახალი სიმღერა დაწერა - ტექსტში დეპი ყოფილ ცოლს ძაღლს უწოდებს და მათი ქორწინების შესახებ საუბრობს - Marao

ჯონი დეპმა ემბერ ჰარდის შესახებ ახალი სიმღერა დაწერა - ტექსტში დეპი ყოფილ ცოლს ძაღლს უწოდებს და მათი ქორწინების შესახებ საუბრობს

2022-07-12 13:03:55+04:00


სკანდალური სასამართლო დავის მოგების შემდეგ ჯონი დეპი თავის მუსიკალურ კარიერას დაუბრუნდა. ის სიმღერებს წერს ჯეფ ბეკომთან ერთად, რომელიც რამდენიმე წლის წინ გაიცნო და საერთო ალბომის გამოშვება გადაწყვიტეს.

ჯონიმ გიტარისტ ჯეფ ბეკომთან ერთად ახალი ალბომი ცოტა ხნის წინ ჩაწერა და ერთ-ერთი სიმღერა ყოფილ მეუღლეს, ემბერ ჰარდს მიუძღვნა. ამის შესახებ გამოცემა „სანდეი თაიმსი“ წერს.

სიმღერაში დეპი ჰარდს ძაღლს უწოდებს. ტექსტში არის სიტყვები იმის შესახებ, როგორ არ აპირებს ქონების გაყოფას ჰარდისთვის და როგორ შეცდა ის შვიდი წლის წინ, როცა მასზე იქორწინა.

„დისნეიმ“ ჯონის 300 მილიონი დოლარი შესთავაზა, მაგრამ მას დედამიწის ზურგზე ვერაფერი დაარწმუნებს იმაში, რომ ჯეკ ბეღურას როლი კვლავ ითამაშოს" - ჯონი დეპის ადვოკატები "ჯეკ ბეღურას" შესახებ გავრცელებულ ჭორებს ეხმაურებიან

ემბერ ჰარდი დასთან ერთად ჩამოფასებული ტანსაცმლის მაღაზიებში დააფიქსირეს - ჯონი დეპის გულშემატკივრები წერენ, რომ მსახიობს ძვირად ღირებული ტანსაცმლის შესაძენად ფული აღარ აქვს