„კარიბის ზღვის მეკობრეების“ ფანებმა ყველა ჭორი არ უნდა დაიჯერონ. ამ კვირას ავსტრალიურმა საიტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კაპიტან ჯეკ ბეღურას როლის შესრულების სანაცვლოდ „დისნეი“ დეპს 300 მილიონ დოლარს გადაუხდიდა.
„დისნეი" ძალიან არის დაინტერესებული ჯონი დეპთან ურთიერთობის აღდგენით. მათ დიდი იმედი აქვთ, რომ დეპი ძველ წყენას დაივიწყებს და ფილმის ახალ ნაწილში დაბრუნდება“, - წერდა გამოცემა.
თუმცა CNN-ისთვის ბოლოს მიცემულ ინტერვიუში ჯონიმ და მისმა ადვოკატებმა ყველა ჭორი უარყვეს და განაცხადეს, რომ ის „კარიბის ზღვის მეკობრეებში“ აღარასდროს დაბრუნდება.
„ფაქტი ის არის, რომ „დისნეიმ“ ჯონის 300 მილიონი დოლარი შესთავაზა, მაგრამ მას დედამიწის ზურგზე ვერაფერი დაარწმუნებს იმაში, რომ ჯეკ ბეღურას როლი კვლავ ითამაშოს“, - განაცხადა ბენ როტენბერმა.
შეგახსენებთ, რომ მაისის დასაწყისში ფილმის პროდიუსერმა ისაუბრა იმაზე, რომ „კარიბის ზღვის მეკობრეებს“ კიდევ ორი ახალი ნაწილი ექნება, თუმცა შეკითხვაზე, მიიღებს თუ არა ფილმში მონაწილეობას ჯონი დეპი, კერი ბრაქჰეიმერმა განაცხადა, რომ ფილმის ბედი უკვე გადაწყვეტილია და ჯონი დეპს ჯეკ ბეღურას საკულტო როლით ვეღარ ვიხილავთ.

„ჯონი ისევ მიყვარს, მიუხედავად იმისა, რომ მცემდა და მამცირებდა" - ემბერ ჰარდი ჯონი დეპზე გულახდილად საუბრობს
ემბერ ჰარდი დასთან ერთად ჩამოფასებული ტანსაცმლის მაღაზიებში დააფიქსირეს - ჯონი დეპის გულშემატკივრები წერენ, რომ მსახიობს ძვირად ღირებული ტანსაცმლის შესაძენად ფული აღარ აქვს
ჯონი დეპი აცხადებს, რომ ემბერ ჰარდს 15 მილიონ დოლარს არ გამოართმევს, რადგან მისთვის მთავარი მხოლოდ რეპუტაციის აღდგენა იყო