ჯონი დეპის და ემბერ ჰარდის სკანდალური სასამართლო პროცესების დასრულებიდან უკვე ორი კვირა გავიდა. ემბერს დიდი ფინანსური პრობლემები შეექმნა მას შემდეგ, რაც სასამართლომ ჯონისთვის 15 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა. მართალია, დეპმა განაცხადა, რომ ემბერს თანხას, სავარაუდოდ, არ გამოართმევს, მაგრამ ემბერ ჰარდის ოფიციალურ ანგარიშზე -6 მილიონი დოლარია.
ემბერის ფინანსური პრობლემები იმდენად სავალალოა, რომ ის დასთან ერთად შედარებით ღარიბი ადამიანებისთვის განკუთვნილ მაღაზიებში სიარულის დროს დააფიქსირეს, რაც ცნობილ მოდის სახლებთან თანამშრომლობის შემდეგ მსახიობისგან სრულიად მოულოდნელი ნაბიჯი აღმოჩნდა.
თ.ჯ. ამერიკის შეერთებული შტატების ცნობილი მაღაზიაა, სადაც ის ბრენდირებული ტანსაცმელი იყიდება, რომლებიც გასული წლის კოლექციებიდანაა ან მოდის სახლებმა თავად ვერ გაყიდეს და თ.ჯ.-ში გაგზავნეს.
„ემბერი და უიტნი სასაცილო მაღაზიაში დააფიქსირეს“, - წერდნენ ჯონი დეპის თაყვანისმცემლები ფოტოების გავრცელების შემდეგ, სადაც დები ფასდაკლებულ კოლექციებს ათვალიერებდნენ.
თვითმხილველები ამბობენ, რომ ემბერი კამერებს ყველა შესაძლო გზით ემალებოდა.

„ქორწინებიდან რამდენიმე თვის შემდეგ ჯონიმ ემბერი საწოლზე დააგდო და მოკვლით ემუქრებოდა“ - ემბერ ჰარდი თავისი პირადი ფსიქოლოგის ჩანაწერებს ასაჯაროებს
ცხოვრება სკანდალური დაშორების შემდეგ - რას ამბობს ემბერ ჰარდი ჯონი დეპზე და როგორია მისი სახლი, სადაც განქორწინების შემდეგ ცხოვრობს
ემბერ ჰერდის და ჯონი დეპის სიყვარულის ისტორია - ნახეთ როგორ ცდილობდა მსახიობი ემბერის გულის მოგებას