რუსი იუმორისტი და ტელესახე მაქსიმ გალკინი თბილისში ჩამოდის. ის ტურნეს ფარგლებში, რომელიც უკრაინელი დევნილების დასახმარებლად დაგეგმა, კონცერტს 15 ოქტომბერს თბილისის სპორტის სასახლეში გამართავს. შემოსულ თანხას გალკინი უკრაინიდან დევნილი ადამიანების დასახმარებლად გამოიყენებს.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ალა პუგაჩოვამ მეუღლესთან, მაქსიმ გალკინთან და შვილებთან ერთად ქვეყანა დატოვა. ის ახლა ისრაელში იმყოფება და, როგორც ცნობილია, რუსეთში დაბრუნებას ჯერ არ აპირებს.
რამდენიმე თვეა, ალა ბორისოვნა და მისი ოჯახი მზიან კესარიაში ცხოვრობენ. ბოლო სამი თვის განმავლობაში ალა მეუღლესთან, მაქსიმ გალკინთან და ორ შვილთან - ლიზასთან და ჰარისთან ერთად, ისრაელში გადავიდა საცხოვრებლად. ისინი ინტერნეტში ამბობენ, რომ არ აპირებენ რუსეთში დაბრუნებას და საკუთარი ქონების გასაყიდად გატანასაც კი გეგმავენ.

დაღლილი, მაგრამ ბედნიერი - მაქსიმ გალკინი და ალა პუგაჩოვა ცხოვრებას მზიან ისრაელში აგრძელებენ
„იმხელა სიყვარულს ვგრძნობ, რომ შემიძლია აქ დავრჩე და რუსეთში აღარასდროს დავბრუნდე“ - როგორ აგრძელებენ ცხოვრებას მაქსიმ გალკინი და ალა პუგაჩოვა
/მაქსიმ გალკინი და ალა პუგაჩოვა განქორწინებას აპირებენ - რატომ მიიღო წყვილმა ეს გადაწყვეტილება