მაქსიმ გალკინმა ალა პუგაჩოვასთან და შვილებთან ერთად რუსეთის ტერიტორია მაშინ დატოვა, როდესაც რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა და ომი დაიწყო. მას შემდეგ წყვილი ისრაელში ცხოვრობს და ალამ უკვე საკუთარი სარეკლამო ბრენდიც კი დაარეგისტრირა. რაც შეეხება მაქსიმს, ის ფართომასშტაბიან ტურნეშია ჩართული და აცხადებს, რომ შეუძლია რუსეთში საერთოდ აღარ დაბრუნდეს.
„ძალიან დიდი მადლობა ყველას. კიდევ დაგიბრუნდებით, თუმცა ამხელა სიყვარულის ფონზე, შემიძლია აქ დავრჩე, შემიძლია აღარ დავბრუნდე რუსეთში“, – თქვა გალკინმა.
გალკინმა კონცერტის მსვლელობისას რუსეთის აგრესია უკრაინის ტერიტორიაზე სასტიკად დაგმო და კრემლის პროპაგანდისტებს დასცინა.