უფლებადამცველი ბაია პატარაია თბილისში მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა, როდესაც შვილმა საკუთარი დედა დაჭრა, ხოლო მისი მეგობარი მამაკაცი მოკლა:
„არც ერთ მამრს არ აქვს უფლება, აკონტროლოს ქალი! შეიგნეთ და შეუშვით ხის თავებში. თქვენი ღირსება თქვენივე სხეულში იწყება და მთავრდება და ის აბსოლუტურად არც ერთ სხვა ადამიანზე არ გადადის და არ ვრცელდება. დაეტიეთ საკუთარ ტყავში და ნუ ხტებით საკუთარი კანიდან, მით უმეტეს, სხვა ადამიანების დაზიანების ხარჯზე.
ყველამ საკუთარ პირად ცხოვრებას და საკუთარ სხეულს მიხედოს. და ვისაც მართლა მიხედილი აქვს საკუთარი თავისთვის, და ვინც იცნობს საკუთარ თავს და პატივს სცემს მას, ის არც გაიჭაჭება სხვის სხეულზე და არ შეურაცხყოფს სხვას.
ვინც სხვა ადამიანზე აღმართავს ხელს მოსასპობად, იმას არც გონი გააჩნია, არც ღირსება, არც ნამუსი და მით უმეტეს, არ არის ქრისტეს მაძიებელი საკუთარ თავში. უვიცი მღვდლის ანაფორის ქვეშ შეყუჟვა და ლობიოს ჭამა რომ გგონიათ ქრისტიანობა, იმიტომაც ამართლებთ ქალზე ძალადობას. აბა, ნამდვილი ქრისტიანები იყოთ, ხელს კი არა, სიტყვას ვერ აღმართავდით სხვა ადამიანის დასაჩაგრად და მოსასპობად, ფარისევლებო.“ - წერს პატარაია.
„გოგოებო, შეყვარებული პირველად რომ შეგაგინებთ, დაშორდით! “ - ბაია პატარაიას მიმართვა ქალებსა და კაცებს
"მეშინია, რომ შვილს აქ ვზრდი. არ მინდა ასეთ ქვეყანაში ცხოვრება" - ბაია პატარაია
"ჩოგბურთელებში ეს არ იმალება" - ნეკა დოროყაშვილი ქორწინების დროს სხვა კაცებთან ურთიერთობაში ამხილეს