ანა ნაცვლიშვილი ცნობილი მშობლების, ნინა ცქიტიშვილისა და ვახო ნაცვლიშვილის ქალიშვილია. დის, თაკო ნაცვლიშვილის მსგავსად, სამოდელო სფეროში ანაც წარმატებულია და ხშირად იღებს მონაწილეობას სხვადასხვა გადაღებაში. სოციალურ ქსელში ხშირად აღნიშნავენ, რომ ანას განსაკუთრებული გარეგნობა აქვს და მას დიდ წარმატებასაც უწინასწარმეტყველებენ.
ამჯერად ანა ფოტოებს რჩეულთან, სანდრო ჩიჩუასთან ერთად აქვეყნებს. საზოგადოება სანდროსაც კარგად იცნობს, რადგან ის ასევე ცნობილი ექიმების, გიორგი ჩიჩუასა და ქეთი ასათიანის ვაჟია. მისი და, ლიზა ჩიჩუა კი, სულ ცოტა ხნის წინ ტელეწამყვან ირაკლი მაქაცარიას გაჰყვა ცოლად.
„14-15 წლის ვიყავი, როდესაც მარტო წავედი საზღვარგარეთ და მას შემდეგ მარტო ვცხოვრობ… ვანგრევ ყველანაირ სტერეოტიპს, ცხოვრება ყოველთვის იმას მოგვცემს, რასაც მოვითხოვთ“ – თაკო ნაცვლიშვილი პირად ცხოვრებასა და კარიერაზე საუბრობს
"დედა-შვილი " - თაკო ნაცვლიშვილი და ნინო ცქიტიშვილი - როდესაც გენები არ იკარგება
„და ღმერთმა შექმნა თაკო“ - ნინა ცქიტიშვილი შვილის, თაკო ნაცვლიშვილის ახალ ფოტოებს აქვეყნებს