ჯენიფერ ლოპესი 53 წლის იუბილეს აღნიშნავს და ქმართან, ბენ აფლეკთან ერთად პარიზში იმყოფება. წყვილმა ამ განსაკუთრებული დღის აღნიშვნა საფრანგეთის ულამაზეს ქალაქებში გადაწყვიტა, სადაც ხელჩაკიდებულები სეირნობენ და ზაფხულის ცხელ დღეებში ნაყინს მიირთმევენ.
ჯენიფერის სტილი ყურადღების მიღმა არც ახლა დარჩენილა. ლოპესმა „დოლჩე და გაბანას“ მოწითალო ფერის კაბა მოირგო, რომელსაც სამკაულები და მოსახერხებელი ფეხსაცმელი შეუხამა. „ბენიფერის“ გულშემატკივრები ამბობენ, რომ წყვილი ერთად კარგ დროს ატარებს და ძალიან ბედნიერად გამოიყურებიან.