ჯენიფერ ლოპესმა და ბენ აფლეკმა ქორწინებიდან სამი კვირის შემდეგ გადაწყვიტეს, რომ ერთად ნაკლები დრო გაატარონ და ერთმანეთს დროებით დაშორდნენ. მათ სჯერათ, რომ ეს ნაბიჯი მათ ურთიერთობას გრძელვადიან პერსპექტივაში წაადგება. ამის შესახებ გამოცემა Hollywood Life წერდა. მიზეზი, წყვილის აზრით, ერთმანეთისადმი კავშირის გაძლიერება იყო.
მაგრამ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ წყვილი გრანდიოზულ ქორწილს გადაიხდის. ინსაიდერებმა New York Post-ს არაერთი საინტერესო დეტალი გაუმხილეს „ბენიფერის“ „საოცნებო ქორწილის“ შესახებ.
გრანდიოზული ქორწილი ბენ აფლეკის რანჩოზე გაიმართება, რომელიც ჯორჯიის შტატში მდებარეობს.
„სავარაუდოდ, მათი ქორწილი შაბათს გაიმართება და ორდღიანი იქნება, წყვილი დილამდე ცეკვას აპირებს. კვირას კი ბუნებაში პიკნიკიც მოეწყობა. პატარძალი არაერთ კაბას მოირგეს“, – აცხადებენ ინსაიდერები.
ასევე ცნობილი ხდება, თუ რომელი ბრენდის კაბა ეცმება პატარძალს. 53 წლის ჯეი ლოს „რალფ ლაურენის“ კაბა დაამშვენებს, რომელიც სპეციალურად მისთვის, იტალიაში შეიკერა.

"ბენიფერი" ჭორებს ეხმაურება - ბენ აფლეკი და ჯენიფერ ლოპესი შვილებთან ერთად გამოჩნდნენ
"როცა შენი დედამთილი მონსტრია" - ბენ აფლეკის დედა ჯენიფერ ლოპესით აღფრთოვანებული არ არის
ჯენიფერ ლოპესმა და ბენ აფლეკმა ქორწინებიდან სამი კვირის შემდეგ დროებით დაშორების გადაწყვეტილება მიიღეს