ოთხ ათეულ წელზე მეტი ხნის წინ, ყოფილი სილამაზის დედოფალი 1979 წლის 6 აპრილს გარდაცვლილი იპოვეს. მას დანით მრავალი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.
ყველაფერი დაიწყო ერთ ფატალურ ღამეს, როდესაც მალაიზიის ავიახაზების ორმა თანამშრომელმა 31 წლის ჟან პერერას უსიცოცხლო სხეული აღმოაჩინეს.
გამქრალი ადამიანები, ტრაგიკული მკვლელობები და დაუჯრებელი ამბები - სასტუმრო "სესილის" მისტიკური ისტორიები, რომელიც ლოს-ანჯელესში დღემდე ფუნქციონირებს

ყოფილი სილამაზის დედოფალს, რომელიც სკოლის მასწავლებლად მუშაობდა, 10-ზე მეტი ჭრილობა ჰონდა მიყენებული მუცლის, ხელებისა და გულმკერდის არეში. მისი ცხედარი დაბმული იყო თეთრი Fiat 125-ის სამგზავრო სავარძელზე.
მანქანა ფედერალურ გზატკეცილზე, იზოლირებულ მიწისქვეშა გადასასვლელზე, სულთან აბდულ აზიზ შაჰის აეროპორტის სკაიპარკის ტერმინალის მახლობლად იპოვეს.
უცნობი ქალის იდუმალი სიკვდილი: საქმე, რომელიც ნახევარი საუკუნის განმავლობაში ვერ გახსნეს
დედა-შვილის ეს სურათი საშინელ საიდუმლოს მალავს
კარტიგესიუ, რომელიც მართავდა მანქანას იმ ღამით, მანქანის გვერდით უგონო მდგომარეობაში იწვა, ის ჟანის ქმრის ძმა და სავარაუდო საყვარელი იყო.
როგორც მან პოლიციას განუცხადა, მკვლელობის დეტალები არ ახსოვდა. მხოლოდ ის მოყვა, რომ მანქანით გზიდან გადახვევა მას შემდეგ სცადა, როცა თავდამსხმელმა თავში რაღაც ჩაარტყა.
პირველადი გამოკვლევებით დადგინდა, რომ ჟან პერერა სასიყვარულო სამკუთხედში იყო ჩართული. ჟანი კარტიგესუს ძმაზე, სინაპაზე იყო დაქორწინებული.

სინაპა, რომელიც ქიმიკოსი იყო, გარდაიცვალა ავტოკატასტროფაში, ჟანის მკვლელობამდე სულ რაღაც ოთხი თვით ადრე. მისი გარდაცვალების შემდეგ ჟანი სამ შვილთან ერთად, დედამთილთან და კარტიგესუსთან გადავიდა საცხოვრებლად.
სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ჟურნალის, ბერიტ ჰარიანის თანახმად, კარტიგესუმ ძმის გარდაცვალების შემდეგ ჟანს ცოლობა სთხოვა. ცნობილია, რომ ორივეს ძალიან ვნებიანი ურთიერთობა ჰქონდათ.
გამოძიებით დადგინდა, რომ ჯანს ურთიერთობა კიდევ ერთ მამაკაცთან ჰქონდა. მათ სასიყვარულო მიმოწერა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყეს, როდესაც ჟანი სინაპაზე იყო დაქორწინებული. მამაკაცთან რომანი ჟანმა ქმრის გარდაცვალების შემდეგაც განაგრძო.
მამაკაცს ნარადა ერქვა. პოლიციამ მის კვალს მიაგნო, თუმცა კაცმა უარი თქვა სასამართლოში ჩვენების მიცემაზე. საქმეში მთავარი ეჭვმიტანილი კარტიგესუ იყო - ადგილობრივები თვლიდნენ, რომ ის ან ეჭვიანობდა, ან ძმის ღირსებას იცავდა.
საბოლოოდ, 38 დღისა და 58 მოწმის შემდეგ, კარტიგესუ დააპატიმრეს. მან ციხეში მხოლოდ ორი წელი გაატარა. მიზეზად არასაკმარისი მტკიცებულებები დასახელდა.
ოთხი ათწლეულის შემდეგ, მკვლელობა კვლავ გაუხსნელი რჩება ახალი ეჭვმიტანილების და მტკიცებულებების არარსებობის გამო.