სოციალურ ქსელში ალექსანდრას ყოფილი ქმრისა და შვილის ვიდეო ვრცელდება - ვინ არის ალექსანდრა პაიჭაძის ყოფილი ქმარი - Marao

ალექსანდრა პიაჭაძე ყოფილი ქმრისა და შვილის ვიდეოს აქვეყნებს - ვინ არის ალექსანდრა პაიჭაძის ყოფილი ქმარი

2023-11-20 13:18:27+04:00

მოდელი, ფოტომოდელი, ტელეწამყვანი და ინფლუენსერი - ეს ალექსანდრა პაიჭაძის ყოველდღიური საქმიანობის ნაწილია. ის სოციალურ ქსელში განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა და ღიად საუბრობს არაერთ საკითხზე, მათ შორის, ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაზე, ქალების დამოუკიდებლობასა და  გაძლიერებაზე და, ასევე, საკუთარ პირად ცხოვრებაზე.

„ლამაზზე მეტად, გამბედავს ვიტყოდი საკუთარ თავზე, იმიტომ, რომ ბევრად მეტი გავბედე, ვიდრე იმ სხვა ცნობილმა ქალებმა, ვისაც ამდენი წელია ვხედავთ ეკრანებზე, სცენაზე, ქუჩაში... მე გავბედე, ვიყო ის, ვინც ვარ; ვაკეთო ის, რაც მსიამოვნებს, სტერეოტიპების, საზოგადოებისა და ხალხის აზრის მიუხედავად“, - ამბობდა ის ერთ-ერთ ინტერვიუში. 

ალექსანდრა პაიჭაძე დავით კოდუასა და პატარა ვიქტორიასთან ერთად გადაღებულ ოჯახურ კადრებს აქვეყნებს 

„ძალიან გავხდი, არ მქონდა გეგმაში, თუმცა მაინც კომფორტულად ვარ..." - როგორ ახერხებს ალექსანდრა პაიჭაძე წონის დაკლებას 

მოდელის, ალექსანდრა პაიჭაძის ყოფილი ქმარი გიორგი ხატიაშვილი მოცეკვავისა და ტელეწამყვანის, ქეთევან ხატიაშვილის ბიძაშვილია. ალექსანდრას ვაჟი სწორედ გიორგისგან ჰყავს. წყვილი დიდი ხანია რაც ერთმანეთს დაშორდა, მათ დაშორებასთან დაკავშირებით უამრავი ჭორი იყო, თუმცა ალექსანდრას თქმით, მათი დაშორება აზრთა სხვადასხვაობამ გამოიწვია.

ალექსანდრას ბიზნესმენ დავით კოდუასთან შვილი, ვიქტორია ჰყავს. 

"ოჯა­ხე­ბი თვი­თონ ინ­გრე­ვა, მე არა­სო­დეს მი­ზე­ზი არ ვყო­ფილ­ვარ. უბ­რა­ლოდ ასეთ გი­ჟურ პე­რი­ოდ­ში გა­და­ვე­ყა­რეთ ერ­თმა­ნეთს და უფრო ნა­თე­ლი გახ­და, ვის რა სურს ცხოვ­რე­ბა­ში... უგო­ნოდ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ვარ და ვუფრ­თხილ­დე­ბი ჩემ ძვირ­ფას ადა­მი­ანს. სა­ერ­თოდ ასეა ცხოვ­რე­ბა­ში, მე­სა­მე და გა­რე­მო ფაქ­ტო­რე­ბი არა­ფერ შუ­ა­შია. რო­დე­საც ადა­მი­ა­ნე­ბი აც­ნო­ბი­ე­რე­ბენ, რომ ერ­თად ყოფ­ნა აღარ უნ­დათ, იქ არა­ფერ შუ­ა­ში არ არის მე­სა­მე ადა­მი­ა­ნი. მე ასე ვთვლი, ჩემს ურ­თი­ერ­თო­ბას რომ ბზა­რი გა­უჩ­ნდე­ბა, ეს მხო­ლოდ ჩემი და ჩემი მე­ო­რე ნა­ხევ­რის ბრა­ლი იქ­ნე­ბა. ძლი­ე­რი ქალი ამით გა­მო­ირ­ჩე­ვა სუს­ტის­გან" - ამბობდა ალექსანდრა.

ამჯერად სოციალურ ქსელში ალექსანდრამ ყოფილი ქმრისა და შვილის ვიდეო გამოაქვეყნა.