"რა მნიშვნელობა აქვს ასაკს, ქალი ყოველთვის უნდა იპრანჭებოდეს და ლამაზდებოდეს" - ვინ არის 91 წლის უმშვენიერესი ქალბატონი ვარდისფერი კაბით, რომლის ვიდეო 20 ათასზე მეტმა ადამიანმა ნახა - Marao
სულ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ვიდეო, სადაც სოციალური ქსელის მომხმარებელი ნატა დარჩია დედას ესაუბრება. ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეული კადრები "ფეისბუკში" ათასობით ადამიანმა ნახა და მოიწონა. ვიდეოში ჩანს 91 წლის ქალბატონი, რომელიც ვარდისფერ კაბაში შესანიშნავად გამოიყურება, მეგობრის დაბადების დღეზე მიდის. მისი გამორჩეული გარეგნობა უყურადღებოდ არ დარჩენილა და 20 ათასზე მეტმა ადამიანმა ნახა. "ეს ჩემი დედაა, ეთერ დარჩია, ჩემი ცხოვრების უშრეტი სიყვარული" - წერდა ნატა დარჩია.
მოგვიანებით, როგორც ჩანს, მას შვილმა ვიდეოს ქვეშ დაწერილი დადებითი კომენტარები და კომპლიმენტები გააცნო, 91 წლის ქალმა კი მადლობა ყველას საჯაროდ გადაუხადა და აღნიშნა, რომ ქალი ყოველთვის გაპრანჭული და მოწესრიგებული უნდა იყოს:
"დიდი მადლობა ყველას, ვინც მომწერა ჩემს ვიდეოზე. ქალი ყოველთვის უნდა იპრანჭებოდეს და ლამაზდებოდეს, არ აქვს მნიშვნელობა ასაკს. ყველას გიხდით მადლობას, ბედნიერად იცხოვრეთ საქართველში" - ამბობს ის.