"რა მნიშვნელობა აქვს ასაკს, ქალი ყოველთვის უნდა იპრანჭებოდეს და ლამაზდებოდეს" - ვინ არის 91 წლის უმშვენიერესი ქალბატონი ვარდისფერი კაბით, რომლის ვიდეო 20 ათასზე მეტმა ადამიანმა ნახა - Marao

"რა მნიშვნელობა აქვს ასაკს, ქალი ყოველთვის უნდა იპრანჭებოდეს და ლამაზდებოდეს" - ვინ არის 91 წლის უმშვენიერესი ქალბატონი ვარდისფერი კაბით, რომლის ვიდეო 20 ათასზე მეტმა ადამიანმა ნახა

2023-11-21 13:36:56+04:00

სულ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ვიდეო, სადაც სოციალური ქსელის მომხმარებელი ნატა დარჩია დედას ესაუბრება. ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეული კადრები "ფეისბუკში" ათასობით ადამიანმა ნახა და მოიწონა. ვიდეოში ჩანს 91 წლის ქალბატონი, რომელიც ვარდისფერ კაბაში შესანიშნავად გამოიყურება, მეგობრის დაბადების დღეზე მიდის. მისი გამორჩეული გარეგნობა უყურადღებოდ არ დარჩენილა და 20 ათასზე მეტმა ადამიანმა ნახა. "ეს ჩემი დედაა, ეთერ დარჩია, ჩემი ცხოვრების უშრეტი სიყვარული" - წერდა ნატა დარჩია.

ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალად აღიარებული ქართველი ქალი, რომელმაც სამეფო ოჯახის წევრზე იქორწინა და "პრინცესა" გახდა - ლეილა ყიფიანის როლები, კარიერა და პირადი ცხოვრებს 

მოგვიანებით, როგორც ჩანს, მას შვილმა ვიდეოს ქვეშ დაწერილი დადებითი კომენტარები და კომპლიმენტები გააცნო, 91 წლის ქალმა კი მადლობა ყველას საჯაროდ გადაუხადა და აღნიშნა, რომ ქალი ყოველთვის გაპრანჭული და მოწესრიგებული უნდა იყოს: 

ოსმალეთის იმპერიის ბოლო პრინცესა, დურუშეჰვარ სულთანი: სასტიკი გადასახლება, სიღარიბე და უბედური ქორწინება 

"დიდი მადლობა ყველას, ვინც მომწერა ჩემს ვიდეოზე. ქალი ყოველთვის უნდა იპრანჭებოდეს და ლამაზდებოდეს, არ აქვს მნიშვნელობა ასაკს. ყველას გიხდით მადლობას, ბედნიერად იცხოვრეთ საქართველში" - ამბობს ის.