"რადგან 32 წლის ვარ, გამუდმებით მეკითხებიან, თუ რატომ არ ვთხოვდები;0 აქამდე ასე როგორ დარჩი, ასეთი კარგი გოგოო" - Marao

"რადგან 32 წლის ვარ, გამუდმებით მეკითხებიან, თუ რატომ არ ვთხოვდები;0 აქამდე ასე როგორ დარჩი, ასეთი კარგი გოგოო"

2023-11-24 14:29:39+04:00

სალომე კოკუაშვილს ტელემაყურებელი კარგად იცნობს. ახლახან კიდევ ერთ ახალ სერიალში - "მარჯვენა სანაპირო" ერთ-ერთ მთავარ როლში გამოჩნდა. მისთვის მსახიობობა ერთადერთი სამუშაო სფერო არაა: ამჟამად დეველოპერულ კომპანიაში გაყიდვებისა და მარკეტინგის მიმართულებით მუშაობს...

 

- მგონი, ფულის მნიშვნელობა მცირე ასაკიდან გავაცნობიერე: დაახლოებით 13 წლის ვიყავი, როცა მუშაობის დაწყება გადავწყვიტე. ჩემი პირველი სამსახური სარეკლამო ფლაერების ქუჩაში დარიგება იყო. თავდაპირველად, მშობლები ამის წინააღმდეგი იყვნენ, რადგან პატარა ვიყავი, ჩემი შრომის ანაზღაურება მიზერული იყო, მაგრამ დამთანხმდნენ, რათა დამოუკიდებლობა მესწავლა.

"მენანება ჩემი თავი, რომ ერთი ადამიანი არ აღმოჩნდა ჩემ გარშემო, რომელიც გვერდში დამიდგებოდა.." - ნინა წკრიალაშვილი ეკრანებიდან გაუჩინარების, რთული პერიოდისა და საქართველოში ჩამოსვლის მიზეზებზე საუბრობს 

- მთავარი მიზეზი რა იყო, რის გამოც მუშაობა გადაწყვიტე? კონკრეტული რამის ყიდვა ხომ არ გინდოდა?

- მდიდარ ოჯახში არ დავბადებულვარ. იყო რაღაცები, რაც მინდოდა მქონოდა და ვხვდებოდი, ამას ჩემი მშობლები ვერ გასწვდებოდნენ. ამიტომ ვფიქრობდი, როცა გავიზრდები, აბსოლუტურად ყველაფერი მექნება, რაც მინდა-მეთქი... ჯერჯერობით, კარგად მივდივარ - ჩემი ცხოვრებით კმაყოფილი ვარ (იღიმის).

- ფაქტობრივად, ბავშვი სამსახურში როგორ აგიყვანეს?

- ყოველთვის ცოტათი უფროსი ასაკის ადამიანივით გამოვიყურებოდი. შესაბამისად, იმ პერიოდში ბევრი ჩემზე 3-4 წლით უფროსი დაქალი მყავდა, რომლებიც სარეკლამო კომპანიებში მსგავს პროექტებზე მუშაობდნენ. ერთ-ერთმა დაქალმა მითხრა, - არ გეტყობა, რომ 13 წლის ხარ. 15-დან უკვე სამსახურში იღებენ და შეგიძლია, სცადოო. კასტინგზე მივედი და ამიყვანეს. ზუსტად მახსოვს, პირველად სადაზღვევო კომპანიის ფლაერებს ვარიგებდი. 10-დღიანი პროექტი იყო. დღეში 10 ლარს გვიხდიდნენ. ბოლოს, როდესაც 100 ლარი (პირველი ხელფასი) ავიღე, ჩემთვის ეს რაღაც საოცრება იყო!..

- გახსოვს, რაში გამოიყენე?

- ძალიან კარგად: დაქალები სწრაფი კვების ერთ-ერთ ცნობილ ობიექტში დავპატიჟე. ლამის მთელი თანხა იქ დავხარჯე (იცინის). მხოლოდ 20 ლარი დავიტოვე, - რამე მაინც ვიყიდო-მეთქი. მახსოვს, სახლის "შლოპანცები" ვიყიდე.

"დედაჩემი ძალიან ლამაზი ქალი იყო, ეგზოტიკური გარეგნობით, მაგრამ როგორც დედა - ტოქსიკური იყო" - რას იხსენებს ია ფარულავა წარსულიდან და როგორია მისი განვლილი გზა 

- შემდეგ შენი ცხოვრება როგორ განვითარდა? ალბათ, მოთხოვნილება გაგიჩნდა, შემოსავალი სულ გქონოდა...

- ნამდვილად ასე იყო - უკვე მინდოდა, მემუშავა. რაკი ჯერ მოსწავლე ვიყავი, სწავლასთან მუშაობის შეთავსება რთული იყო... მალევე ტელევიზიაში მუშაობა დავიწყე. მაშინ 15 წლის ვიყავი. "მხიარულ სტარტებში" "ჩერლიდინგში" ვცეკვავდი. ეს გადაცემა სკოლებისთვის იყო. შესაბამისად, ჩაწერა შაბათ-კვირას მიმდინარეობდა, რაც სწავლაში ხელს არ მიშლიდა. ამ მხრივ გამიმართლა - საქმე გამიმარტივდა... 16 წლიდან ტელევიზიაში უკვე ისეთი სამსახური მქონდა, რომელშიც ნორმალურ გასამრჯელოს მიხდიდნენ: "კომედი შოუს" სკეტჩებში ვმონაწილეობდი, ასევე - "ვა-ბანკში", მერე სერიალ "მესამე თაობაში" მიღებდნენ. ერთდროულად 3 სამსახურში ვმუშაობდი. ხელშემწყობი ფაქტი ის იყო, რომ გადაღებები ერთსა და იმავე ადგილას - ტელევიზიის პავილიონში მიმდინარეობდა.

- ამასობაში, პროფესიული არჩევანის საკითხიც დადგებოდა დღის წესრიგში. რის მიხედვით განსაზღვრე, სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლას რა მიმართულებით განაგრძობდი?

- სხვათა შორის, სკოლაში პირველი კლასიდან მესამეში გადამიყვანეს...

"გაგვიჭირდა იმ აზრთან შეგუება, რომ ჩვენგან შორს უნდა ყოფილიყო... ეს სირთულეები როგორღაც გადავლახეთ; ჩვენც თავს ძალა დავატანეთ, რომ ბავშვს კარგი მომავალი ჰქონდეს" - ნიკა ლომიძე ქალიშვილის, ნიტა ლომიძის ამერიკული ცხოვრების შესახებ 

- რატომ?

- რა ვიცი, ამბობდნენ, რომ ჭკვიანი ვიყავი (იცინის). სკოლაში სწავლამდე, ჩვეულებრივ, საბავშვო ბაღში დავდიოდი. პირველ კლასში სწავლის შუა პერიოდში ჩემს მშობლებს უთხრეს, - მოდი, ბარემ მესამე კლასში "გადავსვათო". მშობლებიც სიხარულით დათანხმდნენ. შესაბამისად, 16 წლისამ უკვე სკოლა დავამთავრე და სტუდენტი გავხდი. იმ პერიოდში "კომედი შოუში" ვთამაშობდი, პარალელურად, "ვა-ბანკშიც"... თეატრალურ უნივერსიტეტში ჩაბარება ძალიან მინდოდა. მშობლები მხოლოდ იმიტომ მეწინააღმდეგებოდნენ, რომ მიაჩნდათ, მსახიობის პროფესიით სულ სხვაზე დამოკიდებული ვიქნებოდი, ჩემი შემოსავალი არ მექნებოდა, გამიჭირდებოდა. ბავშვობიდან ვიცოდი, რომ დამოუკიდებელი უნდა ვყოფილიყავი - ეს უმნიშვნელოვანესი იყო, მაგრამ 3 წლიდან მსახიობობა მსურდა... სამსახურების გამო "გადარბენები" რომ მიწევდა, გამოცდებისთვის ვერ მოვემზადე. თან, არც ვიცოდი, რომ თეატრალურ უნივერსიტეტში განსაკუთრებული მომზადება მჭირდებოდა. მეგონა, მივიდოდი, ჩემს ნიჭს დაინახავდნენ და ამიყვანდნენ (იცინის), მაგრამ სამწუხაროდ, ასე არ მოხდა... რაკი თეატრალურის გამოცდებში ბარიერი ვერ გადავლახე, შემდეგ სეუ-ში, ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე (მარკეტინგის და მენეჯმენტის მიმართულებით) ჩავაბარე, რაც დედაჩემს ძალიან უნდოდა, რადგან მიაჩნდა, რომ შეიძლებოდა ჩემთვის ყველაზე შემოსავლიანი საქმე ყოფილიყო. უცნაური ის არის, რომ როგორც გითხარით, 17 წლისა უკვე ტელევიზიაში, 3 სხვადასხვა პროექტზე ვმუშაობდი. შესაბამისად, ის მითი, რომ მსახიობობით შემოსავალი არ მექნებოდა, ჩემს ოჯახს დავუნგრიე და არც არასდროს მიფიქრია, რომ ჩემი ოფიციალური განათლებით სადმე ვიმუშავებდი, რადგან რეალურად, ბიზნესის ადმინისტრირებით დაინტერესებული არ ვყოფილვარ, სანამ ჩემს ცხოვრებაში გარდამტეხი პერიოდი - კოვიდპანდემია არ დადგა. რა თქმა უნდა, მაშინ ყველაფერი შეიცვალა: სარეკლამო ბიზნესი "გაიყინა", ტელეგადაცემები, რომლებიც უნდა დაწყებულიყო, გაუქმდა, არსებულ გადაცემებს შემოსავალი გაუნახევრდა და ა. შ. უმუშევარი დავრჩი. მაშინ გამახსენდა, რომ დიპლომი მქონდა (იღიმის). ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით სამსახურის ძებნა დავიწყე. სხვათა შორის, გამიმართლა: მიუხედავად იმისა, რომ ამ სფეროში მუშაობის გამოცდილება არ მქონდა, ერთ-ერთ ძალიან კარგ კომპანიაში მაინც ამიყვანეს და დღეს ერთ-ერთ მმართველ თანამდებობაზე ვმუშაობ. თავს კომფორტულად ვგრძნობ. თავდაპირველად, სრულგანაკვეთიან სამსახურში მუშაობა გამიჭირდა, რადგან მოგეხსენებათ, ტელევიზიაში განსხვავებული რეჟიმია, მაგრამ - მივეჩვიე. არაჩვეულებრივი გუნდია. შესაბამისად, სამსახურში ყოფნა ტრაგედია არაა, პირიქით - ყველანი ხალისიანად ვმუშაობთ...

წაიკითხეთ სრულად