"მამასთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა მქონდა, ძალიან კარგი, მეგობრული, მაგრამ ამავე დროს მკაცრი მამა იყო"- ვინ არის და რას საქმიანობს ირაკლი ჩარკვიანის უფროსი შვილი - Marao

"მამა მკაცრი იყო, მაგრამ კარგი ურთიერთობა გვქონდა, მეგობრები ვიყავით..." - ვინ არის, როგორ ცხოვრობს და რას საქმიანობს დღეს ირაკლი ჩარკვიანის უფროსი შვილი, რომელიც მამის ასლია

2023-11-30 18:33:05+04:00

ირაკლი ჩარკვიანი 90-იანი წლების გამორჩეული მუსიკოსი იყო. მისი პერსონა, განსხვავებული იმიჯი, მუსიკა,  პირადი ცხოვრება, ყოველთვის იწვევდა საზოგადოების ინტერესს. 

12-13 წლის იყო, როცა ქვეყანაში რევოლუცია დაიწყო და შინაგანად მეამბოხე ირაკლი აკეთებდა იმას, რაც მშობლებს არ უნდოდათ. ხშირად იკარგებოდა შინიდან რამდენიმე თვით და მარტო ან მეგობრებთან ერთად მოგზაურობდა ისე, რომ მისი ადგილსამყოფელი მშობლებმა არ იცოდნენ.

ირაკლი ჩარკვიანის პირველი მეუღლე ქეთი ქობულია იყო. როცა დაქორწინდნენ, ირაკლი 17 წლის იყო, ქეთი – 16-ის. მიუხედავად უდიდესი სიყვარულისა, ოჯახი მალე დაენგრათ. წყვილს შვილი არ ჰყოლია. ამბობენ, რომ ეს განქორწინება ირაკლიმ ყველაზე მძიმედ გადაიტანა და სერიოზული დეპრესია ჰქონდა.

მეორე ცოლი მოსკოველი გოგონა, ლენა იყო. გელა ჩარკვიანი რძალთან პირველ შეხვედრას წლების შემდეგ იხსენებდა:  ''ირაკლი და მისი მეგობარი გია მირზაშვილი დასასვენებლად გაგრაში წავიყვანე. იქ გაიცნო მოსკოველი გოგონა ლენა...''

„პირველი ცოლი, ქეთი, მოტაცებული ჰყავს და ერთხელ გეგასაც მოატაცებინა გოგონა... ამის გამო ვაკის მილიციაშიც გამომიძახეს“ - გელა ჩარკვიანის თვალით დანახული ირაკლი ჩარკვიანი: რას ჰყვებოდა მამა შვილზე 

"ყველაზე მეტად ირაკლის გაცნობა მაინტერესებდა... ახლა ვარ მის ასაკში და ვხვდები, რა სიმძიმეებს ატარებდა" - ქეთათო პოპიაშვილი ირაკლი ჩარკვიანის შესახებ 

წყვილი ცოტა ხანს ირაკლის მშობლებთან ცხოვრობდა, შემდეგ კი მოსკოვში წავიდნენ და სწორედ იქ დაიბადა ირაკლის პირველი შვილი – მაქსიმე. ლენა მოსკოვში მიუზიკლების ცნობილი მსახიობია და მიუზიკლებში ''მამა მია'', ''ჩიკაგო'' წლების განმავლობაში მთავარ როლებს ასრულებდა.

მაქსიმე თბილისში იშვიათად ახერხებს ჩამოსვლას, თუმცა საქართველოში დიდი პოპულარობით სარგებლობს. იგი მოსკოვში საყვარელ გოგონასთან ერთად ცხოვრობს. ძალიან უყვარს დედა, ინტერვიუებში ხშირად ლაპარაკობს ცნობილ მამაზე. თეატრისთვის წერს სცენარებს და მუსიკალურ და სარეკლამო კლიპებზე მუშაობს. 

"მა­მას­თან არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა მქონ­და, ძა­ლი­ან კარ­გი, მე­გობ­რუ­ლი, მაგ­რამ ამა­ვე დროს, მკაც­რი მამა იყო. დი­ა­ლო­გით მიხ­სნი­და, მზრდი­და, რო­გორ ადა­მი­ა­ნად უნდა ჩა­მოვ­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი­ყა­ვი.

7 წლის ვი­ყა­ვი, როცა დე­დას­თან ერ­თად მოს­კოვ­ში წა­ვე­დი სა­ცხოვ­რებ­ლად. ვერც მივ­ხვდი, რა მოხ­და. არა­ფე­რი გან­მიც­დია მტკივ­ნე­უ­ლად, მთე­ლი ოჯა­ხის ძა­ლის­ხმე­ვით მშვი­დად და წყნა­რად მოხ­და ყვე­ლა­ფე­რი, რის­თვი­საც ყვე­ლას მად­ლო­ბე­ლი ვარ.

მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო ჩემ­თვის მა­მას გარ­დაც­ვა­ლე­ბა. მახ­სოვს, სამ­სა­ხუ­რი­დან დავ­ბრუნ­დი, დე­დამ სამ­ზა­რე­უ­ლო­ში გა­მიყ­ვა­ნა და მი­თხრა, მამა და­ი­ღუ­პაო. შემ­დეგ ყვე­ლა­ფე­რი ისე იყო, რო­გორც სიზ­მარ­ში: ტაქ­სი, აე­რო­პორ­ტი, თვითმფრი­ნა­ვი, თბი­ლი­სი, დაკ­რძალ­ვა, ტაქ­სი, აე­რო­პორ­ტი და მოს­კო­ვი... 6 თვის შემ­დეგ მივ­ხვდი რე­ა­ლუ­რად, რა მოხ­და. მივ­ხვდი, რომ მე ნამ­დვი­ლი მე­გო­ბა­რი დავ­კარ­გე" - ამბობდა მაქსიმე ერთ-ერთი ინტერვიუში.