თეა დარჩია შვილებთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს - Marao

"ყველაზე კეთილი, განსაკუთრებული და საუკეთესო ბიჭი დაიბადა დღეს, ძალიან მიყვარხარ" - თეა დარჩიას ფოტოები შვილებთან ერთად და ოჯახური ბედნიერება

2023-12-01 11:42:34+04:00

„სუხიშვილების“ ყოფილ მოცეკვავეს, თეა დარჩიას, ოთხი შვილი ჰყავს – ყველაზე უფროსი, მარიამი, რომელიც 30 წლისაა, დედის გზას გაჰყვა და თავადაც "სუხიშვილების" მოცეკვავეა. მირიანი თეა დარჩიას მეორე შვილია, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ ბავშვობის სიყვარულზე, უმშვენიერეს ელენე ბარამიძეზე იქორწინა. იონა და გაბრიელი ჯერ სკოლის მოსწავლეები არიან, თუმცა იოანამ უკვე გამოამჟღავნა სიყვარული ქართული ცეკვის მიმართ და დედის სტუდიაშიც ცეკვავს.    

მოცეკვავეს ოჯახსა და პირადზე არაერთხელ უსაუბრია. ერთ-ერთ ინტერვიუში თეა მეუღლის შესახებ საუბრობდა:

"მე და გუჯა ხუთი წელი ვცეკვავდით ერთად ანსამბლში. ყველასგან ძალიან განსხვავებული ადამიანი იყო ქცევით, ხასიათითა და გარეგნობით. გულში გავიფიქრე, თუ მე ოჯახს შევქმნიდი და შვილები მეყოლებოდა, ის იქნებოდა ჩემი შვილების მამა. თამამად ვამბობ, ურთიერთობაში ინიციატორი მე ვიყავი, გრძნობებშიც მე გამოვუტყდი. ისე აღმოჩნდა ტაძარში ჩემ გვერდით, რომ ვერ მიხვდა... დღემდე ვერ ხვდება, რა შარში გაყო თავი.

როცა პირ­ვე­ლად მო­მიყ­ვა­ნეს პირ­ვე­ლი შვი­ლი, 1990 წელი იყო. ვი­ყა­ვი შოკ­ში და მივ­ხვდი, რომ ამას ვერ ვი­ზამ­დი ღმერ­თის დახ­მა­რე­ბის გა­რე­შე. იცით, რას მივ­ხვდი 19 წლის ასაკ­ში? ღმერ­თის დახ­მა­რე­ბის გა­რე­შე, უბ­რა­ლოდ, გა­მო­რი­ცხუ­ლია, რომ ამ­ხე­ლა რა­ღაც შეძ­ლო. ასე­ვე, იმ მო­მენ­ტში გა­ვი­აზ­რე, რა მაგ­რად ვყვა­რე­ბი­ვარ დე­და­ჩემს. მე­ო­რე შვი­ლი გაჩ­ნდა 10 წლის შემ­დეგ, მაგ­რამ ზუს­ტად იგი­ვე შეგ­რძნე­ბა გან­მე­ორ­და, დავ­ბრუნ­დი ათი წლით უკან და ზუს­ტად იგი­ვე გან­ცდა გან­მე­ორ­და. მე­სა­მე­ზეც - იგი­ვე და მე­ო­თხე­ზეც - იგი­ვე, მაგრმ უფრო და უფრო ძლი­ე­რი, იმი­ტომ, რომ ასა­კის მა­ტე­ბას­თან ერ­თად უკეთ იაზ­რებ, რამ­ხე­ლა ბედ­ნი­ე­რე­ბაა დე­დო­ბა.

(ვიდეო) მარიამ მათიაშვილის ქორწილში აცეკვებული ნინო სუხიშვილი - ყველასთვის საყვარელი ქორეოგრაფი შესანიშნავად გამოიყურება 

"დედის ასლი" - თეა დარჩიას უმცროსი ქალიშვილი, რომელიც ძალიან ჰგავს ცნობილ დედას 

ბევრი შვილი უნდა გააჩინო. სხვაგვარად სიყვარულის განახლება არ ხერხდება. რაც მეტი შვილი გყავთ, მით მეტია სიყვარული. ჩემთვის ადვილია შვილების გაზრდა, პრინციპში, ცხრა თვე მუცლით ტარება და მშობიარობა მიწევს, დანარჩენი პასუხისმგებლობა მთლიანად ჩემს მეუღლეს აქვს აღებული. არც ერთ შვილზე არ მყოლია ძიძა, ყველას შრომას დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ძიძის ინსტიტუტის არ მესმის. ჩემმა შვილმა ჩემზე მეტად ძიძა რომ შეიყვაროს, იქვე გული გამისკდება. ეგ კი არა, მამა რომ უფრო მეტად უყვართ, იმაზე მეშლება ნერვები!

გუჯა ეთამაშება ხოლმე ბავშვებს, მე, სტუდიიდან გამომდინარე, უფრო მასწავლებლური მიჭირავს, თუმცა ვიცი, რომ ბავშვი დამოძღვრით კი არა, მშობლის წამხედურობით იზრდება. თუ რამე არ მოგწონს, შვილს იმწუთასვე უნდა დაუფიქსირო, მერე აზრი აღარ აქვს" - ამბობდა თეა.

თეა დარჩიას უფროსმა ქალიშვილმა, მარიამმა სულ ცოტა ხნის წინ იქორწინა. მისი მეუღლე დათო თო­ფუ­რი­აა. თეას ოჯახმა ახალი წევრი დიდი სიყვარულით მიიღო და ამჯერად მას დაბადების დღესაც ემოციური სიტყვებით ულოცავენ: "ყველაზე კეთილი, განსაკუთრებული და საუკეთესო ბიჭი დაიბადა დღეს. ძალიან მიყვარხარ და მადლიერი ვარ ყოველი შენთან გატარებული დღისთვის" - წერს მარიამი სოციალურ ქსელში. თეა დარჩია კი ოჯახურ კადრებს უზიარებს მეგობრებს.