მეი მასკი ამჟამად 75 წლისაა და ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ ელონ მასკის დედა. ნიჭიერი და წარმატებული ქალი, გამორჩეული მოდელი, დიეტოლოგი და ავტორი.
15 წლის ასაკში მოდელობა დაიწყო, 1969 წელს კი მის სამხრეთ აფრიკის სილამაზის კონკურსის ფინალისტი გახდა. ერთი წლის შემდეგ, 1970 წელს, იგი დაქორწინდა ეროლ მასკზე, სამხრეთ აფრიკელ ინჟინერზე, რომელთანაც შეეძინა 3 შვილი: ელონი, კიმბალი და ტოსკა. 1979 წელს წყვილი განქორწინდა და მეიმ შვილების გაზრდა მარტომ განაგრძო.

თანამშრომლობდა ისეთ ბრენდებთან, როგორებიცაა Revlon, Special K, ან Colgate და როგორც დიეტოლოგი, მან კარგი კარიერა ააშენა, რამაც სიმდიდრემდე მიიყვანა. მეის ინსპირაციული მოგზაურობა მოწმობს გამძლეობის ძალასა და უსაზღვრო შესაძლებლობებზე, რომელთა მიღწევაც შესაძლებელია სიმტკიცით და მონდომებით.
2018 წლიდან 2023 წლამდე მეის შემოსავალი სტაბილურად იზრდებოდა. დღეს, როგორც მრავალი წყარო აღნიშნავს, ის 45 მილიონი დოლარის ქონებას ფლობს.
"მამაკაცზე 3 დღეზე მეტი დროის განმავლობაში არ უნდა ინერვიულოთ" - მეი მასკის წარმატების 7 მთავარი წესი და შთამაგონებელი ისტორია, რომელიც კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ არასოდეს დანებდეთ
ვინ იყო ილონ მასკის პირველი ცოლი, რომელსაც ბიზნესმენი თავისი ცხოვრების მთავარ სიყვარულს უწოდებდა, შემდეგ კი კარიერაში გაცვალა

მეის მიერ შვილის შესაძლებლობებში დარწმუნებამ და მუდმივმა წახალისებამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ელონის წარმატებაში. დედის გამძლეობა და მონდომება ელონისთვის ღირებული მაგალითი იყო, როცა ის თავისი კარიერის გამოწვევებს უმკლავდებოდა.
მეი მასკის პირადი გაკვეთილი, წიგნიდან "ქალი გეგმავს".
„ნუ მისცემთ სიბერეს უფლებას, წინსვლა შეგიჩეროთ. იზრუნეთ საკუთარ თავზე მაქსიმალურად. იყავით აქტიური, ბედნიერი და თავდაჯერებული“
61 წლის ასაკში ის ნიუ-იორკის ჟურნალის გარეკანზე იყო.
68 წლის ასაკში მისი ფოტო იყო 15 ფუტის სიმაღლის ბილბორდზე Times Square-ზე, მეტროში და ამერიკის ყველა აეროპორტში.
71 წლის ასაკში მეიმ დაწერა წიგნი "ქალი გეგმავს".
„აიღეთ პასუხისმგებლობა საკუთარ ცხოვრებაზე და მიზნად დაისახეთ ბედნიერება“
„ბნელი სიტუაციიდან გამოსავალი ყოველთვის არსებობს.“

„თუ პარტნიორი თქვენზე გამუდმებით ძალადობს, მიზნად დაისახეთ გადარჩენა. მე 9 წლის განმავლობაში ვცხოვრობდი მოძალადე ადამიანთან. როგორც კი თავი დავაღწიე, მაშინვე თავისუფლება ვიგრძენი. გახსოვდეთ, რომ გამოსავალი ყოველთვის იქნება.“
31 წლის ასაკში მეი სამ შვილს მარტო ზრდიდა. თავის წიგნი ის შვილების აღზრდის მეთოდებზე საუბრობს:ხუთი მთავარი რამ, რაც მეიმ გააკეთა წარმატებული შვილების აღზრდისთვის:
1. ასწავლეთ მათ კარგი მანერები
2. მოექეცით მათ, როგორც ზრდასრულებს
3. ნუ მიაჩვევთ ფუფუნებას
4. ასწავლეთ პასუხისმგებლობის აღება საკუთარ თავზე