"დღეს ეს ყველაფერი დასრულდა და ჩემთვის ეს ძალიან მტკივნეულია" - რა მიმართვას ავრცელებს თათია შარანგია - Marao

"დღეს ეს ყველაფერი დასრულდა და ჩემთვის ეს ძალიან მტკივნეულია" - რა მიმართვას ავრცელებს თათია შარანგია

2024-01-31 10:25:08+04:00

პიანისტი და ტელეწმაყვანი თათია შარანგია საზოგადოებაში პოპულარობითა და სიყვარულით სარგებლობს. მის საავტორო გადაცემას, "სთორის" კი, უამრავი მაყურებელი და გულშემატკივარი ჰყავს. თათია ხშირად ჩნდება სოციალურ ქსელშიც, სადაც საკუთარ ცხოვრებასა და ყოველდღიურობას გამომწერებსაც უზიარებს. ამჯერად კი ქალებისთვის სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს და ამბობს, რომ საკუთარი კაბების გაჩუქებას აპირებს.

თათია შარანგიამ ჯარჯი თორაძეზე 5 ივნისს, საკუთარ დაბადების დღეზე იქორწინა. მათი თანაცხოვრება ხმაურიანად დაიწყო, რადგან ქორწინებიდან რამდენიმე თვეში, სულ ცოტა ხნის წინ, თათია წერდა, რომ მისი და ჯარჯის სიყვარული დასრულდა. მოგვიანებით კი განმარტა, რომ ეს განცხადება, კამათის ნიადაგზე, გაბრაზებულმა დაწერა და მეუღლეს არც ერთი წუთით არ დაშორებია.

ამჯერად ცნობილი ხდება, რომ თათია შარანგიას გადაცემა „სთორი“ "ფორმულას" ეთერში აღარ გავა. ამის შესახებ თათიამ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ისაუბრა.

"დგება შობა-ახალი წელი და დავდებ რამდენიმე კაბას, რომლებსაც გავაჩუქებ" - თათია შარანგიას საახალწლო საჩუქარი მის გამომწერებს 

"ზოგადად, ჭამა დიდად არ მიყვარს, მაგრამ..." - თათია შარანგია საკუთარ გამოცდილებაზე 

„მე მგონი, ძალიან მეტყობა, რომ  ბევრი ვიტირე, იმიტომ, რომ თვალები დასიებული მაქვს. ემოციური ადამიანი ვარ. არ ვიცი, ეს ნაკლია თუ დადებითი თვისება. არ მეგონა, თუ ამაზე მომიწევდა საუბარი. ჩემი და „ფორმულას“ თანამშრომლობა დასრულდა. „სთორი“ აღარ გავა „ფორმულას“ ეთერში. ეს ჩემთვის ერთი დიდი ეპოქის დასასრულია, იმიტომ, რომ ეს ტელეკომპანია ჩემთვის არის ოჯახი, სადაც „სთორიმ“ ფეხი აიდგა, სადაც "სთორი" შეიყვარეს, მიიღეს. მე მგონია, რომ ჩვენც ბევრი გავაკეთეთ, რომ „ფორმულა“ ყოფილიყო მოწოდების სიმაღლეზე, ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენ მაქსიმალური გავაკეთეთ.

დღეს ეს ყველაფერი დასრულდა და ჩემთვის ეს ძალიან მტკივნეულია. ასეთი ადამიანი ვარ. დღეს ძალიან ბევრს ვიტირებ და ხვალ გავიღვიძებ შემართებით და მივხვდები, სად არის ჩემი ადგილი. „სთორი" აუცილებლად მოგესალმებათ სხვა პლატფორმიდან“. – მიმართავს თათია მაყურებელს.