"დათუნამ ბერკლიში ჩააბარა, 50%-იანი დაფინანსება მიიღო, მაგრამ სრული დაფინანსებისთვის მხოლოდ თქვენი იმედი მაქვს" - მაიკო კაჭკაჭიშვილი შვილის დიდი წარმატების შესახებ - Marao

"დათუნამ ბერკლიში ჩააბარა, 50%-იანი დაფინანსება მიიღო, მაგრამ სრული დაფინანსებისთვის მხოლოდ თქვენი იმედი მაქვს" - მაიკო კაჭკაჭიშვილი შვილის დიდი წარმატების შესახებ

2024-02-02 15:05:07+04:00

"დათუნამ ბერკლიში ჩააბარა, 50%-იანი დაფინანსება მიიღო, მაგრამ სრული დაფინანსებისთვის მხოლოდ თქვენი იმედი მაქვს - ხალხის მხარდაჭერისა და კულტურის სამინისტროსი. უბედნიერესი ვარ" - წერს მუსიკოსი მაიკო კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში და მეგობრებს შვილის, დათუნა ლაზარიშვილის წარმატების შესახებ უზიარებს ინფორმაციას. 

"ეს სიკვდილზე უარესია - არც აქ ხარ, არც -იქ... 2 საათის განმავლობაში გაგრძელდა" - მაიკო კაჭკაჭიშვილი მენტალური ჯანმრთელობისა და პანიკური შეტევების შესახებ 

"სამჯერ გამოვედი გარეთ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში... ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ მდგომარეობიდან გამოვედი და კარგად ვარ" - მაიკო კაჭკაჭიშვილი 

მაიკო კაჭკაჭიშვილი დაქორწინებული იყო ასევე მუსიკოს ლევან ლაზარიაშვილზე. წყვილს ორი ბიჭი, ტყუპი ჰყავთ. მათ სკოლა გასულ წელს დაამთავრეს და სტუდენტებიც გახდნენ. ძმები მუსიკისადმი ინტერესს ყოველთვის ავლენდნენ, მათ განსაკუთრებული ნიჭიც აქვთ და მაიკო შვილების ნამღერს სოციალურ ქსელშიც ხშირად აზიარებს. 

"დედა 23 წლის ასაკ­ში გავ­ხდი და რა თქმა უნდა, მა­შინ­ვე ვერ გა­ვაც­ნო­ბი­ე­რე. მე­ტიც, ალ­ბათ დღემ­დე არ მაქვს ბო­ლომ­დე გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი, რას ნიშ­ნავს, იყო დედა. ორ­სუ­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში რომ გა­ვი­გე, ტყუპს ვე­ლო­დი, თა­ვი­დან შოკ­ში ვი­ყა­ვი, მაგ­რამ მათ და­ბა­დე­ბამ­დე გა­ვი­თა­ვი­სე ეს ყვე­ლა­ფე­რი. პირ­ველ შვი­ლე­ბად გა­მო­უც­დელს რომ ტყუ­პი გიჩ­ნდე­ბა, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, რთუ­ლია.

გა­მო­რი­ცხუ­ლია, რო­მე­ლი­მე დავ­სა­ჯო, ეს არას­დროს გა­მი­კე­თე­ბია და არც გა­ვა­კე­თებ, არ მიყ­ვარს კუ­თხე­ში დად­გო­მის მსგავ­სი პრინ­ცი­პე­ბი და მიდ­გო­მე­ბი. ჯო­ბია, თა­ვი­სუფ­ლად იყ­ვნენ და მერე თვი­თონ უფრო კარ­გად მიხ­ვდე­ბი­ან, რო­გორ უნდა მო­იქ­ცნენ, თუნ­დაც ჩემ­თან მი­მარ­თე­ბით. რა­ღა­ცე­ბის ძა­ლით გა­კე­თე­ბა, ეს უბ­რა­ლოდ წყლის ნაყ­ვაა, რად­გან თუ არ უნდა, ვე­რა­ვის ვე­რა­ფერს გა­ა­კე­თე­ბი­ნებ" - ამბობდა მაიკო კაჭკაჭიშვილი.