საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის შვილიშვილი ჯერჯერობით არ არის დაქორწინებული და ბინაში მარტო ცხოვრობს. თბილისში დაბადებულმა ბავშვობა პარიზში გაატარა, უმაღლესი განათლება ნიუ-იორკის უნივერსიტეტში მიიღო, მცირე ხანს ბოსტონში მუშაობდა, 2006 წლიდან კი მოსკოვში დაფუძნდა. რუსეთში მოღვაწე ჟურნალისტი 1914 წელს აშენებულ ბინაში ცხოვრობს.
„რომ ამბობენ, არსებობს ცხოვრებაში სასწაული? დიახ, არსებობს და ეს შვილის გაჩენაა... დიდი ხანია მინდოდა, ჩემს თავზე მეთქვა, რომ მე, პირველ რიგში, დედა ვარ“ - სოფო შევარდნაძე შვილსა და პირად ცხოვრებაზე
ფოტოები: შევარდნაძეების დიდი ოჯახი - სოფო შევარდნაძემ ახალი წელი საქართველოში ოჯახთან ერთად აღნიშნა
სოფო შევარდნაძე აცხადებს, რომ თურმე ყოველთვის ოცნებობდა სასტუმროში ცხოვრებაზე. ახლა მისი ბინა ნამდვილად ჰგავს სასტუმროს.

ბინაც მოსკოვში ამოარჩია, ისტორიული. სახლი ცნობილი არქიტექტორის, ვლადიმერ გლაზოვის მიერაა აშენებული. 1920-იან წლებში აქ ცნობილი ლიტერატურული კლუბი ფუნქციონირებდა, სადაც რეგულარულად დადიოდნენ ბულგაკოვი, ტოლსტოი და სხვები.

ინტერიერის გაფორმება სოფიკომ ბავშვობის მეგობარს, აფხაზ დიზაინერსა და მხატვარს, გია ჩაუშბას ანდო.
იხილეთ ფოტოები