ქართველი მსახიობი ნანა სტამბოლიშვილი თურქულ სერიალ Emanet-ში მთავარ როლს ასრულებს. ნანუკა სოციალური ქსელების თურქულ, ასევე, ქართულ სივრცეში ახალი ვარსკვლავია, რომლის შესახებაც ბევრს საუბრობენ. სერიალი უკვე რამდენიმე წელია, რაც ერთ-ერთ ქართულ არხზე გადის. მას უამრავი ადამიანი უყურებს და სეჰერისა და იამანის სიყვარულს გულშემატკივრობენ. მთავარ როლებს სერიალში ჰალილ იბრაჰიმ ჯეიჰანი და სილა თურქოღლუ ასრულებდნენ, თუმცა სილას მოულოდნელად წასვლის შემდეგ მისი როლი ნანამ დაიკავა.
სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ პროექტს ჰალილ იბრაჰიმ ჯეიჰანიც დაემშვიდობა. ჯეიჰანს სერიალ "დაკარგულ ქალაქის“ ერთ-ერთი მთავარი გმირი ნიკ ჯელილაი შეცვლის.
"არის მუსიკოსი, გატაცებულია სიმღერით..." - ვინ არის ქართველი ქალების კიდევ ერთი გულთამპყრობელი 27 წლის თურქი მსახიობი და როგორია მისი ცხოვრება
ნანუკა სტამბოლიშვილისა და ქართველი "ჰალკის", ლევან საგინაშვილის ვიდეო, რომელსაც სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა
ამჯერად ნანა თურქ მსახიობთან, ბარიშ ბაქთაშთან გადაღებულ კადრს გვიზიარებს.
ბარიშ ბაქთაში
27 წლის ბარიშს აქამდეც უთამაშია სხვადასხვა სერიალში და ასევე - დოკუმენტურ ფილმში, თუმცა პოპულარობა როგორც თურქეთში, ასევე სხვა ქვეყნებში Kan Çiçekleri-მ მოუტანა.
როგორც ცნობილია, ის პროფესიით მსახიობი არ არის. მამის თხოვნით, ბუღალტერიას და აუდიტს სწავლობდა. მამას სურდა, რომ მისი შვილი ფინანსური მრჩეველი ყოფილიყო, თუმცა ახალგაზრდა მამაკაცის კარიერა სულ სხვა მიმართულებით განვითარდა. ბარიში ამბობს, რომ მისი პირველი ნაბიჯები სამსახიობო კარიერაში შემთხვევითობას უკავშირდება. როგორც იხსენებს, ბიძაშვილმა შეცდომით გაგზავნა მსახიობთა სააგენტოში, რის შემდეგაც მისი ცხოვრება სრულად შეიცვალა, ბიჭის გარეგნობა მოეწონათ და პატარა როლი შესთავაზეს.
ბარიშ აქთაშის თქმით, თავდაპირველად ფიქრობდა, რომ მსახიობობა დროებითი იყო, თუმცა მალე მიხვდა, რომ ამ პროფესიას თავს ვერ დაანებებდა.
ამბობს, რომ ძალიან ცელქი ბავშვი იყო, რომელიც ყველაფერს აფუჭებდა, თუმცა მამის შიში ჰქონდა და მზად იყო ყველაფერი გაეკეთებინა მამის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად.
- "მამაჩემს სურდა, რომ ფინანსური მრჩეველი გამოვსულიყავი. ამიტომ აუდიტსა და ბუღალტერიას ვსწავლობდი. მსახიობი შემთხვევით გავხდი“, - ამბობს ბარიში. ის სტამბოლში დაიბადა, ხოლო პირველად ერთ-ერთ თურქულ არხზე, დოკუმენტურ სერიალში გამოჩნდა. მსახიობის გარდა, ბარიში არის მუსიკოსი, გატაცებულია სიმღერით.