ყოველთვის ღიმილიანი და პოზიტიური - ასე იცნობს ქართველი მაყურებელი ტელეწამყვან გია ჯაჯანიძეს.
"ბაბუას მოსახელე ვარ. რომ დავბადებულვარ, უთქვამს, თოფი არ მქონდა, რომ გამესროლა და სანამ ცოცხალი ვიქნები, პატარა გიორგის სახელზე, ყოველ მის დაბადების დღეზე ხეს დავრგავო.
6 წლის ვიყავი, რომ გარდაიცვალა და ეს ტრადიცია მამაჩემმა გააგრძელა, ყოველ ჩემს დაბადების დღეზე ხეს რგავდა. რომ გავიზარდე, მერე შევუდექი ბაბუაჩემის დაწყებულ საქმეს.
დღეს 59-ე ხე დაირგო ჩემს სახელზე...
ჩემი მეუღლე 6 წლით უფროსი იყო, მაგრამ ძალიან ჰარმონიული და კარგი ურთიერთობა გვქონდა. მოგვიანებით 20 წლით უფროსი ქალი მიყვარდა, რომელიც, სამწუხაროდ, გარდაიცვალა! ჩვენ საერთო ინტერესები და ინტელექტუალური სფერო გვაერთიანებდა, ასეთი ურთიერთობა კი ყოველთვის მტკიცეა. ბევრს ებადება კითხვა, რატომ მოსწონთ ახალგაზრდებს უფროსი ქალები? - ვფიქრობ, ეს სერიოზულ, თავის ასაკთან შედარებით განვითარებულ ადამიანს ემართება, რომელსაც მეორე ადამიანში ყველაზე მეტად გამოცდილება იზიდავს. მეც ასე ვიყავი - ჩემთვის გამოცდილებას ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ძალიან ბევრი ნაცნობი მყავს, რომლებიც ქალში ჭკუას, განათლებასა და ინტელექტს აფასებენ და მხოლოდ ამის შემდეგ აკვირდებიან მის გარეგნობას. სამწუხაროდ, საზოგადოება ასეთ ადამიანებს ხშირად კიცხავს და მიაჩნია, რომ ბედი შეუფერებელ ადამიანს დაუკავშირეს. სიტყვა "შეუფერებელი" ამ დროს სრულიად უადგილოა. ასაკითა და გარეგნობით "შეფერებული" წყვილები არ გინახავთ, ერთმანეთს საშინელ დღეში რომ აგდებენ? როცა სიყვარული მოდის, არც ასაკს გეკითხება და არც სხვა რამეს. მთავარია, ურთიერთობაში ანგარება არ იყოს გარეული - როცა ქალი უფროსია და ახალგაზრდა კაცი მასთან მხოლოდ ანგარების გამო ცხოვრობს, ეს სულ სხვა რამეა" - ამბობდა გია ჯაჯანიძე.
"სულ ვმუშაობ, დილიდან ღამემდე სამსახურში ვარ და ვერ ვასწრებ ოთახის დალაგებას..." - როგორია ნანიკო ხაზარაძისა და სალომე შარვაძის ურთიერთობა შვილებთან
„დედამიწაზე არსებობს ორი მისტიკური ნივთი, რომლებიც სასიცოცხლო მნიშვნელობისაა” - გია ჯაჯანიძე ვრცელ პოსტს აქვეყნებს
- ამჯერად ტელეწამყვანი ნოე სულაბერიძის გადაცემის ,,ნოესთან” სტუმარია, სადაც პირადი ცხოვრების შესახებ საუბრობს.
,,სამი ცოლი მყავდა, 4 გახმაურებული, სერიოზული რომანი მქონდა, რომლებიც ყველამ იცოდა.
ახლაც შეყვარებული ვარ, მაგრამ არ ვიცი, ეს უკანასაკნელი იქნება თუ არა. მომთხოვნი და კატეგორიული არ ვარ. მაინც მოვკვდები და რატომ უნდა ვინერვიულო”, – ამბობს გია ჯაჯანიძე.