რომანი ოთო ფოლადაშვილთან, ბერძენი დედა და წარმატებული კარიერა: ყველაფერი ანა ახვლედიანის შესახებ - Marao

რომანი ოთო ფოლადაშვილთან, ბერძენი დედა და წარმატებული კარიერა: ყველაფერი უმშვენიერესი მოდელის, ანა ახვლედიანის შესახებ

2024-02-29 14:28:24+04:00

მო­დე­ლი ქუ­თა­ი­სი­დან - ასე გა­იც­ნო ულა­მა­ზე­სი ანა ახვლე­დი­ა­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბამ რამ­დე­ნი­მე წლის წინ. ანას წარ­მა­ტე­ბულ სა­მო­დე­ლო კა­რი­ე­რას უწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლებ­დნენ და გო­გო­ნას ლივ ტა­ი­ლე­რი­სა და ბი­ან­კა ბალ­ტის ნა­ზავს უწო­დებ­დნენ.

თბი­ლი­სის წამ­ყვან სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტო­ებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შემ­დეგ, მო­დე­ლი უკვე ჩვე­ნე­ბებ­ზე გა­მო­დი­ო­და და მი­სით პა­რი­ზი­სა და ლონ­დო­ნის სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტო­ე­ბი და­ინ­ტე­რეს­დნენ.

ფოტოები: "ზღაპრული პრინცესები" - მოდელი ანა ახვლედიანის ფოტოსესია შვილთან, ულამაზეს ევასთან ერთად ერთად 

"უამრავი კითხვა შემომდის იმის შესახებ, თუ სად არის ჩემი მეუღლე... რას ვაკეთებდი ამ 5 წლის მანძილზე?' - რას ამბობს ანა ახვლედიანი მეუღლის შესახებ და რატომ მიატოვა მან სამოდელო კარიერა 

ანა ახვლედიანის ოჯახი

  • ანას დედა არიადნა რენო, ბერძენია, მამა - ქართველი. მოდელი მშობლების ფოტოებს იშვიათად აქვეყნებს, თუმცა ცოტა ხნის წინ მის სოციალურ ქსელი ულამაზესი დედ-მამის ფოტოები ვიხილეთ. 

ანას მეუღლე მოდელი გიგი ბერაიაა. ერ­თმა­ნე­თი მე­გობ­რის და­ბა­დე­ბის დღე­ზე გა­იც­ნეს. მალე კა­რი­ე­რის გამო ანას სა­ზღვარ­გა­რეთ მო­უ­წია წას­ვლა და წყვილ­მა კონ­ტაქ­ტი გა­წყვი­ტა, თუმ­ცა, სა­ბო­ლო­ოდ, ერ­თმა­ნეთს და­უბ­რუნ­დნენ.

მათი წყვი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში გა­მორ­ჩე­უ­ლი გა­რეგ­ნო­ბის გამო მო­ექ­ცა. მათ­ზე ხში­რად იწე­რე­ბო­და. მალე იქორ­წი­ნეს და ცხოვ­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ი­წყეს.

"ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ და ჩემ­თვის ოჯა­ხი სულ პირ­ველ ად­გი­ლას იქ­ნე­ბა!..“ - ამ­ბობ­და უცხო­ეთ­ში კა­რი­ე­რის და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ ანა. 2018 წელს ანას და გი­გის ქა­ლიშ­ვი­ლი ევა გა­უჩ­ნდათ.

ანა ახვლედიანი და ოთო ფოლადაშვილი

2014 წელს ანა Dolce&Gabanna-ს კას­ტინგზე 500 გო­გო­ნა­დან ამო­არ­ჩი­ეს. გო­გო­ნა თა­ნამ­შრომ­ლობ­და მო­დის ისეთ გა­მო­ცე­მებ­სა და სა­ა­გენ­ტო­ებ­თან, რო­გო­რე­ბი­ცაა VOGUE, ELLE Magazine, HELLO Magazine Georgia, Brave Models Management.

სწო­რედ ამ პე­რი­ოდ­ში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა პრო­ექტ "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ში"... შო­უ­ში ანამ მო­ცეკ­ვა­ვე ოთო ფო­ლა­დაშ­ვი­ლის სა­ხით სიყ­ვა­რუ­ლი იპო­ვა, თუმ­ცა მათი რო­მა­ნი რამ­დე­ნი­მე თვე­ში დამ­თავ­რდა. მა­შინ მო­დელ­მა მო­ცეკ­ვა­ვეს უსურ­ვა, რომ ისე­თი ქალი ეპო­ვა ცხოვ­რე­ბა­ში, რო­გო­რიც დე­და­მისს მო­ე­წო­ნე­ბო­და. მო­დე­ლის მი­ნიშ­ნე­ბით, ის მო­მა­ვა­ლი დე­დამ­თი­ლის­თვის სა­სურ­ვე­ლი სარ­ძლო არ აღ­მოჩ­ნდა. 

"ცივილიზებულად ვისაუბრეთ და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩვენი შემდგომი ურთიერთობისთვის ასე უკეთესი იქნებოდა. არ მინდოდა, ოთო, როგორც ადამიანი, დამეკარგა, მას ძალიან ვაფასებ.

ოთოს ძალიან ვაფასებ, მისი წარმატება გამიხარდება და დარწმუნებული ვარ, მასაც გაუხარდება ჩემი წარმატება. როგორც ადამიანი, ის ძალიან მიყვარს. როგორც ყველა წყვილი ცდილობს რაღაცის გამოსწორებას, ჩვენც ვეცადეთ, ერთმანეთს ბევრჯერ მივეცით შანსი, მაგრამ არ გამოვიდა. საბოლოოდ ასე მოხდა. დიდი იმედი მაქვს, ოთოც და მეც ჩვენს მეორე ნახევარს ვნახავთ...

...წავიკითხე, რომ ოთოს დედამ "სარკისთვის" მიცემულ ინტერვიუში თქვა, ის ჯერ კიდევ ძიებაშიაო. კი, ის ისევ ძიებაშია. ოთოს ოჯახს შორიდან ვიცნობ, ძალიან ვაფასებ, პატივს ვცემ. იმედია, ოთო ისეთ მეორე ნახევარს ნახავს, როგორიც მის დედას გაუხარდება" - ამბობდა ანა ჟურნალ "სარკესთან" საუბრისას. 

ანა ახვლედიანის კარიერა 

ანა ახვლე­დი­ა­ნი "ბრე­ივ მო­დელ მე­ნე­ჯმენ­ტის" მო­დე­ლი იყო. 19 წლის ანა სა­გან­გე­ბო კას­ტინგზე შე­არ­ჩი­ეს. რო­გორც თვი­თონ ამ­ბობს, არა­სო­დეს უოც­ნე­ბია მო­დე­ლო­ბა­ზე - ჯინსსა და კე­დებ­ში გა­მო­წყო­ბი­ლი მთელ დროს სწავ­ლა­სა და სკე­იტ­ბორ­დზე სრი­ალს უთ­მობ­და. ბე­ბი­ის თხოვ­ნით მი­ვი­და იტა­ლი­უ­რი სა­ა­გენ­ტოს მიერ მო­წყო­ბილ კას­ტინგზე და შე­არ­ჩი­ეს კი­დეც.

მერე იყო გამ­გზავ­რე­ბა იტა­ლი­ა­ში, მუ­შა­ო­ბა ცნო­ბილ სა­ა­გენ­ტო­ებ­სა და ფო­ტოგ­რა­ფებ­თან. მათ შო­რის გან­სა­კუთ­რე­ბით აღ­სა­ნიშ­ნა­ვია პო­პუ­ლა­რუ­ლი მო­დის ჟურ­ნა­ლი "ელი" და ცნო­ბი­ლი ფო­ტოგ­რა­ფის, ნი­კო­ლა ბო­რი­სო­ვის აღი­ა­რე­ბა.

მან ანა ხუ­თა­სამ­დე პრო­ფე­სი­ო­ნალ მო­დელს შო­რის აარ­ჩია "დოლ­ჩე და გა­ბა­ნას" სა­რე­დაქ­ციო სტა­ტი­ის­თვის. სწო­რედ ბო­რი­სოვ­მა უწო­და ანას ლივ ტა­ი­ლე­რი­სა და ბი­ან­კა ბალ­ტის ნა­ზა­ვი.