ტესტი: როგორ გახსოვს ფილმი "რაჭა, ჩემო სიყვარულო"? - Marao

ტესტი: როგორ გახსოვს ფილმი "რაჭა, ჩემო სიყვარულო"?

2024-05-09 13:07:36+04:00

1977 წლის 8 ივ­ლისს სა­ქარ­თვე­ლო­ში ახა­ლი ფილ­მი "რაჭა, ჩემო სიყ­ვა­რუ­ლო" გა­მო­ვი­და ეკ­რა­ნებ­ზე. ფილმში მო­თხრო­ბი­ლია რაჭ­ველ მე­ვე­ნა­ხე­ებ­ზე, რო­მ­ლებიც სლო­ვა­კეთ­ში სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბის გა­სა­ზი­ა­რებ­ლად გა­ემ­გზავ­რე­ბი­ან. თუმ­ცა ვის ახ­სოვს ვე­ნა­ხი, რო­დე­საც ქარ­თველ ზა­უ­რის სლო­ვა­კი და­რი­ნა შე­უყ­ვარ­დე­ბა.

მთა­ვა­რ გმი­რებს ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბი ბადრი კა­კა­ბა­ძე და ჩეხი მსა­ხი­ო­ბი ან­დრეა ჩუნ­დერ­ლი­კო­ვა თა­მა­შო­ბენ. ევ­რო­პელ­მა გო­გო­ნამ ქარ­თვე­ლე­ბის გული სა­მუ­და­მოდ მო­ი­ნა­დი­რა და ფილმთან ერ­თად დღემ­დე ყვე­ლას უყ­ვარს და­რი­ნა, რო­მე­ლიც ფილმში ქარ­თვე­ლე­ბის რძა­ლი გახ­და, თუმ­ცა რე­ა­ლო­ბა­ში კი ყვე­ლა­ფე­რი სხვა­ნა­ი­რად მოხ­და.

რაჭა, ჩემო სიყვარულო 

  • როგორია უმშვენიერესი "დარინა" დღეს - სად და როგორ ცხოვრობს ანდრეა ჩუნდერლიკოვა, ქალი, რომელმაც ქარ­თვე­ლე­ბის გული სა­მუ­და­მოდ მო­ი­ნა­დი­რა 

წლე­ბის შემ­დეგ ბად­რი კა­კა­ბა­ძე ან­დრე­ას "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან“ ინ­ტერ­ვი­უ­ში იხ­სე­ნებ­და...

  • "ძა­ლი­ან მომ­წონ­და, ან რა გა­საკ­ვი­რია, ძა­ლი­ან ლა­მა­ზი იყო, თა­ნაც იმ დროს ცოლს გავ­ცილ­დი. თუმ­ცა ფილ­მის გა­მოს­ვლის შემ­დეგ აღარც მი­ნა­ხავს.“

აღმოჩნდა, რომ გა­და­ღე­ბე­ბის დას­რუ­ლე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე დღე­ში ან­დრეა სხვა­ზე გა­თხოვ­და... მისი რჩე­უ­ლი როკ-მუ­სი­კო­სი, ჯგუფ "ოლიმ­პი­კის" გი­ტა­რის­ტი ლა­დის­ლავ კლე­ი­ნი გახ­და, რო­მელ­თა­ნაც ერთი შვი­ლი - ჩოგ­ბურ­თე­ლი სან­დრა კლე­ი­ნი შე­ე­ძი­ნა.

  • მარიტა, დარინა, შორენა კოლონკელიძე... - ვინ არის ქალი, რომელმაც ყველასთვის საყვარელი კინოგმირები გაახმოვანა და რატომ ეძახდნენ "სნაიპერს"? 

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ან­დრეა ჩუნ­დერ­ლი­კო­ვას მსა­ხი­ო­ბო­ბა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად არა­სო­დეს უს­წავ­ლია, მის­მა რო­მან­ტი­კულ­მა გა­რეგ­ნო­ბამ მრა­ვა­ლი რე­ჟი­სო­რის ყუ­რა­დღე­ბა მი­ი­პყრო, რომ­ლებ­მაც მას ლა­მა­ზი, იდუ­მა­ლი და მე­ოც­ნე­ბე გო­გო­ნე­ბის რო­ლე­ბი მის­ცეს.

გთავაზობთ სახალისო ტესტს, რომელიც ფილმის "რაჭა, ჩემო სიყვარულო" მიხედვით მოვამზადეთ. გახსენით ტესტი