1977 წლის 8 ივლისს საქართველოში ახალი ფილმი "რაჭა, ჩემო სიყვარულო" გამოვიდა ეკრანებზე. ფილმში მოთხრობილია რაჭველ მევენახეებზე, რომლებიც სლოვაკეთში საკუთარი გამოცდილების გასაზიარებლად გაემგზავრებიან. თუმცა ვის ახსოვს ვენახი, როდესაც ქართველ ზაურის სლოვაკი დარინა შეუყვარდება.
მთავარ გმირებს ცნობილი ქართველი მსახიობი ბადრი კაკაბაძე და ჩეხი მსახიობი ანდრეა ჩუნდერლიკოვა თამაშობენ. ევროპელმა გოგონამ ქართველების გული სამუდამოდ მოინადირა და ფილმთან ერთად დღემდე ყველას უყვარს დარინა, რომელიც ფილმში ქართველების რძალი გახდა, თუმცა რეალობაში კი ყველაფერი სხვანაირად მოხდა.
რაჭა, ჩემო სიყვარულო
წლების შემდეგ ბადრი კაკაბაძე ანდრეას "კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში იხსენებდა...
- "ძალიან მომწონდა, ან რა გასაკვირია, ძალიან ლამაზი იყო, თანაც იმ დროს ცოლს გავცილდი. თუმცა ფილმის გამოსვლის შემდეგ აღარც მინახავს.“
აღმოჩნდა, რომ გადაღებების დასრულებიდან რამდენიმე დღეში ანდრეა სხვაზე გათხოვდა... მისი რჩეული როკ-მუსიკოსი, ჯგუფ "ოლიმპიკის" გიტარისტი ლადისლავ კლეინი გახდა, რომელთანაც ერთი შვილი - ჩოგბურთელი სანდრა კლეინი შეეძინა.
მიუხედავად იმისა, რომ ანდრეა ჩუნდერლიკოვას მსახიობობა პროფესიონალურად არასოდეს უსწავლია, მისმა რომანტიკულმა გარეგნობამ მრავალი რეჟისორის ყურადღება მიიპყრო, რომლებმაც მას ლამაზი, იდუმალი და მეოცნებე გოგონების როლები მისცეს.
გთავაზობთ სახალისო ტესტს, რომელიც ფილმის "რაჭა, ჩემო სიყვარულო" მიხედვით მოვამზადეთ. გახსენით ტესტი