იცოდით, რომ ინგლისელი მომღერლის, ქეით ბუშის სიმღერაში "hello earth" ქართული სიმღერა, წინწყაროა გამოყენებული.
”ჩვენ მთელი სიმღერა გვქონდა. თითქოს ყველაფერი მზად იყო, მაგრამ რაღაც მაინც აკლდა. მინდოდა გამომეყენებინა ვოკალური ნაწარმოები, რომელიც ჰგავს ტრადიციულ მელოდიას. ყველაფერი რაც მოვისმინე ნაგავი იყო, ერთის გარდა. ძიების შემდეგ საბოლოოდ ვიპოვე ნაწარმოები - "წინწყარო" - ამბობდა მომღერალი.

კეიტ ბუში
კეიტ ბუში ინგლისელი მომღერალი, სიმღერების ავტორი, მუსიკოსი და მუსიკალური პროდიუსერია. მისმა ეკლექტურმა მუსიკალურმა სტილმა და იდიოსინკრეტულმა ტექსტებმა იგი გაერთიანებული სამეფოს ყველაზე წარმატებულ სოლო ქალ შემსრულებლად აქცია უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში. EMI-მ კონტრაქტი 16 წლის კეიტ ბუშთან გააფორმა, პინკ ფლოიდის დევიდ გილმორის რეკომენდირების შემდეგ. 1978 წელს, 19 წლის ასაკში, მისი სადებიუტო სიმღერა Wuthering Heights გაერთიანებული სამეფოს ჩარტების სათავეში მოექცა და იგი პირველ ქალად აქცია, ვინც თავად დაწერილი სიმღერით მოიპოვა სალიდერო პოზიცია.

1979 წლის ტურის შემდეგ, რომელიც ერთადერთი ტურია მის კარიერაში, ბუშმა, 1980 წელს ალბომი, Never for Ever გამოუშვა, რისი წყალობითაც ის პირველი ბრიტანელი სოლო ქალი შემსრულებელი გახდა, ვინც გაერთიანებული სამეფოს ალბომების ჩარტს მოექცა სათავეში. 1987 წელს, მან BRIT ჯილდო აიღო საუკეთესო ბრიტანელი სოლო ქალი შემსრულებლის ნომინაციაში. მას ათი ალბომი აქვს გამოშვებული, რომელთაგან სამი გაერთიანებული სამეფოს ალბომების ჩარტების პირველ ადგილზე დაფიქსირდა.