ვერძი
ვერძისთვის თვის პირველი დღეები საკმაოდ აქტიური იქნება - გამოიყენეთ ისინი. იმის გამო, რომ 8-9 ივნისიდან გაჩნდება დათრგუნვის განცდა, ყველაფერი გართულდება მზარდი შინაგანი დაძაბულობისა და იმპულსის დაკარგვის გამო. გარდა ამისა, გაჩნდება გარკვეული გარეგანი ზეწოლის განცდა.
თვის მეორე ნახევარი ნაკლებად სტრესული იქნება - მოგინდებათ საყვარელ ადამიანებთან, მეგობრებთან ერთად ყოფნა.
კურო
კუროსთვის ივნისი მონდომების, კონცენტრაციის, შრომისა და კარგი შემოსავლის თვე იქნება, განსაკუთრებით 21-მდე. 5 ივნისიდან 13 ივნისამდე ნიშნის წარმომადგენლებს პასუხისმგებლობა ან უბრალოდ ბევრი დავალება დაეკისრებათ.
ტყუპები
ტყუპებისთვის ზაფხულის დასაწყისი ძალებისა და შესაძლებლობების მოზღვავებაა. ყველაფერი თქვენს სასარგებლოდ მოხდება.
კირჩხიბი
დროა იფიქროთ საკუთარ საქმეზე: დაწერეთ წიგნი, დაუკარით მუსიკა, იფიქრეთ თქვენს მომავალზე. ეს თვე შეიძლება იყოს ემოციური დეპრივაციის პერიოდი.
ლომი
თქვენზე ბევრია დამოკიდებული და ბევრს სჯერა თქვენი. ნუ გაუცრუებთ მათ იმედებს და დაუმტკიცეთ, რომ ბევრი რამ შეგიძლიათ და რომ ყველა თქვენი ტალანტი ბოლომდე გამომჟღავნებული არ გაქვთ
ქალწული
გირჩევთ, იყოთ უფრო თავდაჭერილი და გამოამჟღავნოთ შორსმჭვრეტელობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაპირისპირება და კონფლიქტები არ აგცდებათ.
სასწორი
გაგიძლიერდებათ სასიცოცხლო პოტენციალი და შემოქმედებითი უნარი, ამავე დროს გამოჩნდებიან ახალი და, ამასთან აქტიური პარტნიორები, რომლებიც საჭირო დახმარებას გაგიწევენ,
მორიელი
მორიელებისთვის ივნისი საკმაოდ წარმატებული თვეა. წარმატება თქვენს მხარეზეა, განსაკუთრებით პირველ დღეებში. შესაძლებლობა გექნებათ გადაწყვიტოთ უძრავ ქონებასთან და მემკვიდრეობასთან დაკავშირებული საკითხები.
მშვილდოსანი
ზაფხულის დასაწყისს მშვილდოსნისთვის ურთიერთობებთან დაკავშირებული უამრავი შესაძლებლობა მოაქვს. ივნისის პირველ კვირას მთელი თქვენი დრო კომუნიკაციასა და ნაცნობობას დაეთმობა. გარშემო ბევრი ახალი ადამიანი და მეგობარი იქნება.
თხის რქა
ზაფხულის დასაწყისში თხის რქებისთვის საგრძნობლად იზრდება სამუშაო დატვირთვა და ყოველდღიური რუტინული მოვალეობების რაოდენობა. 17-ის შემდეგ შესაძლებელი იქნება ამ ნაკადის მოწესრიგება და ორგანიზება. მხოლოდ 20-ის შემდეგ იქნება შანსი, იზრუნოთ თქვენს პირად საქმეებზე, თავი დააღწიოთ ამ დაბნეულობას.
მერწყული
შესანიშნავი შანსი მოგეცემათ, პირად ცხოვრებაში წარმოქმნილი პრობლემები მოაგვაროთ. საყვარელ ადამიანთან გულახდილი საუბარი, ორივესთვის მისაღები და სასურველი კომპრომისის მიღწევით დასრულდება.
თევზები
ის რითაც დაკავებულია თქვენი გონება ამჟამად შეიძლება სულაც არაა აქტუალური. დროს მიზეზების ძებნაზე ნუ დახარჯავთ. რაც უფრო სწრაფად მოიკრებთ ძალებს და დაიწყებთ მოქმედებას მით უკეთესად წარიმართება თქვენი საქმეები.