სულ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა ნაწყვეტი მარჯანიშვილის თეატრის სპექტაკლიდან "ქალები", სადაც მსახიობი ეკა მჟავანაძეც თამაშობს. მსახიობის მიერ შესრულებულმა ცეკვამ ბევრი ადამიანის მოწონება, თუმცა, ამასთან, კრიტიკაც დაიმსახურა.
"ქალების" მთავარი თემა ქალების ცხოვრება, სირთულეები, ყოველდღიური რუტინა და ის პრობლემებია, რასაც ყოველდღიურად ვაწყდებით. რაში მდგომარეობს ბედნიერი ცხოვრების საიდუმლო?...სიყვარული? ოჯახი? მეგობრობა? კარიერა? რაზე ოცნებობენ ყველაზე მეტად ქალები? და სინამდვილეში როგორ წარმოუდგენიათ მათ სრულყოფილი ცხოვრება? შეუძლია სიყვარულს დააბრუნოს ისინი რეალურ ცხოვრებაში თუ უფრო სასიამოვნოა გაექცე ყველანაირ ყოფით პრობლემას და ჩაიკეტო საკუთარ ფანტაზიაში. რა მოხდება თუკი საკუთარი წარმოსახვის მძევალი გახდები? თუმცა სინამდვილიდან გაქცევის საშუალებას ქალბატონებს მეზობელი მამაკაცები არ აძლევენ... ეს არის მსუბუქი რომანტიული ისტორია გრძნობებსა და ნამდვილ ურთიერთობებზე.
სპექტაკლში მონაწილეობენ ნინო ზაუტაშვილი - ქეთუსი, ნინო დუმბაძე - ჯული, ქეთი ჩხეიძე - გრეტა, ქეთი გეგეშიძე - დუდანა, ირმა ბერიანიძე - მანჩო, ზაზა გოგუაძე - ჯერომი, თემო კილაძე - ტომასი. ეკა მჟავანაძე კი გურანდას როლს ასრულებს.
როგორც ჩანს, ნეგატიური კომენტარები ადრესატამდეც მივიდა და ამის შესახებ ის გადაცემაში "ნიკოლოზის კითხვები" ისაუბრებს:
"სპექტაკლია, სადაც ერთ-ერთი გმირი ცეკვავს... ხომ არ შეიძლება, ასე გაწირო ადამიანი? ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი, ჩემი მეუღლე, ჩემი ორი შვილი... ნუ დაწერ ამ საშინელ სიტყვებს..." - ამბობს მსახიობი გადაცემის ანონსში.
სერიალის - "ჩემი ცოლის დაქალებისთვის" მსახიობების შერჩევა კასტინგ-მენეჯერის, მარჯანიშვილის თეატრის მსახიობ ეკა მჟავანაძის პრეროგატივაა... თუმცა მას, როგორც მსახიობს, კარგად იცნობენ. მაყურებელმა იგი პირველად სერიალიდან "გოგონა გარეუბნიდან" შეიყვარა, მოგვიანებით კი "ჩემი ცოლის დაქალებშიც" ვიხილეთ.
ეკა მჟავანაძემ 1989 წელს მიიღო ჯილდო „საუკეთესო ქალის როლისთვის“. ეს იყო მედეა კუჭუხიძის დადგმა, „აფინა გენოვის შიში“. როგორც მსახიობი ამბობს, მის ცხოვრებაში დიდი როლი სერიალმა "ჩემი ცოლის დაქალები" ითამაშა: „ჩემი ცოლის დაქალები“ ჩემთვის არის მთელი ჩემი ცხოვრება, რომელმაც მე დიდი გამოცდილება მომცა. მოვიარე მთელი საქართველო. ამ სერიალმა ამოატრიალა მთელი ქართული ტელესივრცე".
მსახიობი ეკა მჟავანაძე ბავშვობაში, ფაქტობრივად, მარჯანიშვილის თეატრში იზრდებოდა. მისი მამა, კუკური მჟავანაძე, ამ თეატრის დირექტორის მოადგილე გახლდათ და პატარა ეკა სამსახურში ხშირად მიჰყავდა. ბავშვობაში მიღებული შთაბეჭდილებები იმდენად ძლიერი იყო, რომ პროფესიის არჩევისას სხვა არაფერზე უფიქრია.მსახიობი ეკა მჟავანაძე ბავშვობაში, ფაქტობრივად, მარჯანიშვილის თეატრში იზრდებოდა. მისი მამა, კუკური მჟავანაძე, ამ თეატრის დირექტორის მოადგილე გახლდათ და პატარა ეკა სამსახურში ხშირად მიჰყავდა. ბავშვობაში მიღებული შთაბეჭდილებები იმდენად ძლიერი იყო, რომ პროფესიის არჩევისას სხვა არაფერზე უფიქრია.
ვრცლად ეკა მჟავანაძის ოჯახისა და კარიერის შესახებ წაიკითხეთ ლინკზე