"ჩემი პირველი შვილი 7 წლის ხდება და ორჯერ მყავს ნანახი, უჩემოდ იზრდება..." - ტოჩინოშინის იაპონელი მეუღლე და ოჯახური ამბები - Marao

"ჩემი პირველი შვილი 7 წლის ხდება და ორჯერ მყავს ნანახი, უჩემოდ იზრდება..." - ტოჩინოშინის იაპონელი მეუღლე და ოჯახური ამბები

2024-07-08 12:59:48+04:00

"ტოჩინოშინი" რამდენიმე წლის წინ ჩვენი ქვეყნისთვის რთულად წარმოსათქმელ, თუმცა საამაყო სახელად იქცა, მის უკან კი ქართველი სუმოისტი, 2018 წლის იმპერატორის თასის მფლობელი, კასუგანოს ჰეიას  წარმომადგენელი ლევან გორგაძე დგას. ის მაყურებელმა გადაცემაში "ნოესთან" უფრო ახლოს გაიცნო, სადაც სპორტსმენმა ოჯახსა და შვილებზე ისაუბრა. 

ლევან გორგაძე - ტოჩინოშინი 

როგორც ცნობილია, ლევან გორგაძემ ცოტა ხნის წინ მეორედ იქორწინა და მეორე შვილი, ხარება შეეძინა.  ტოჩინიშინმა 2016 წელს იქორწინა გოგონაზე, რომელიც მისი სკოლელი იყო. ორივე ძეგვში სწავლობდა და ერთმანეთიც იქ გაიცნეს. 

"მე და ნინო სოფელში, ერთ სკოლაში ვსწავლობდით. ჩვენი სიყვარულის ისტორია მე-6 კლასში დაიწყო. შარშან გადავწყვიტეთ, გვექორწინა. ხელი მოვაწერეთ და ჩამოვიყვანე იაპონიაში. ქორწილი ტოკიოში გადავიხადეთ 31 იანვარს. ნინომაც საქორწინო კიმონო შეიძინა. ასე რომ, ორივემ კიმონოში გამოწყობილებმა ვიქორწინეთ...", - იხსენებდა ლევანი. 

  • "დისლექტიკი ვარ, მთელი ბავშვობა ჩემი თავი შტერი, გაუნათლებელი მეგონა, ყველა მასწავლებელი მაგას მეუბნებოდა" - გურამ კაშიას ბავშვობის მოგონებები და ცხოვრების საინტერესო ამბები 

რამდენიმეწლიანი თანაცხოვრების შემდეგ ის მეუღლეს დაშორდა და იაპონელ ქალზე იქორწინა. 

"ჩემი პირ­ვე­ლი შვი­ლი, და­სა­მა­ლი არა­ფე­რია, უჩე­მოდ იზ­რდე­ბა. ისე მოხ­და, რომ ჩემი პირ­ვე­ლი მე­უღ­ლე და მე ერ­თმა­ნეთს დავ­შორ­დით. უკვე შვი­დი წლის ხდე­ბა ჩემი შვი­ლი და 2-ჯერ მყავს მარ­ტო ნა­ნა­ხი. ალ­ბათ, ყვე­ლა­ზე მე­ტად იმას ვაკ­ლი­ვარ.

ჩემს ყო­ფილ მე­უღ­ლეს­თან ურ­თი­ერ­თო­ბა და­შო­რე­ბის შემ­დეგ და­ძა­ბუ­ლია დღე­საც. არ მაქვს ის ურ­თი­ერ­თო­ბა, რომ შვი­ლი მო­ვი­ნა­ხუ­ლო. ვე­ტყო­დი, რომ ძა­ლი­ან მიყ­ვარს და მოვა ის დრო, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რაც მას და­ვა­კე­ლი ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, თუ შევ­ძე­ლი, ავა­ნა­ზღა­უ­რო.

ხა­რე­ბა არის 1 წლის. 20 აპ­რილს და­ი­ბა­და, შარ­შან. ისე მოხ­და, რომ ჩემს მე­უღ­ლეს რომ დავ­შორ­დი, ამის შემ­დეგ აღ­მოჩ­ნდა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ია­პო­ნე­ლი ქალ­ბა­ტო­ნი ემი. აქ, ია­პო­ნი­ა­ში მე­გობ­რუ­ლი ბა­რი­ე­რი არის, რაც ჩვენ­თან არ არის.

  • ნია წივწივაძისა და ნიკუშა ჭანტურიას ტყუპები გაქრისტიანდნენ - უსაყვარლესი ტყუპების ოჯახური კადრები 

ამი­ტომ რა­ღა­ცე­ბის გა­გე­ბა ზოგ­ჯერ ემის უჭირს. ჩვენ ყვე­ლა­ფე­რი ბევ­რი ვი­ცით, არის ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ისე­თი, რა­საც ვერ იგებს. ქარ­თვე­ლე­ბი რა­საც ვა­კე­თებთ, ამათ ბევ­რი რამ ვერ წარ­მო­უდ­გე­ნი­ათ. მე შე­მიძ­ლია ჩემი მე­გობ­რის­თვის ყვე­ლა­ფე­რი გა­დავ­დო და გვერ­დში და­ვუდ­გე და აქ ასე არაა. ამათ მსგავ­სი რამ არ წარ­მო­უდ­გე­ნი­ათ. რაც შე­ე­ხე­ბა ხა­რე­ბას, ძა­ლი­ან მა­გა­რი ბავ­შვია, ცელ­ქია. სკო­ლა­ში დაგ­ვყავს, სკო­ლა არის ინ­გლი­სუ­რი, მე ქარ­თუ­ლად ვე­სა­უბ­რე­ბი, დედა ელა­პა­რა­კე­ბა ია­პო­ნუ­რად და ბავ­შვი ვერ იგებს..." - ამ­ბობს ლე­ვან გორ­გა­ძე.

ლევან გორგაძის კარიერა 

ტოჩინოშინის დებიუტი 2006 წლის მარტში შედგა, 2008 წლის მაისში კი მან მიაღწია მაკუუჩი დივიზიონს (პროფესიონალური სუმოს ექვსი დივიზიონიდან უმაღლესი) წამყვან პოზიციებს. მუხლის ტრავმის შედეგად გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ტოჩინოშინი სუმოს 2014 წელს დაუბრუნდა და ასპარეზობა მაკუშიტა (მესამე დივიზიონიდან) დაიწყო. 2018 წელს ტოჩინოშინმა ჰაცუ ბაშო (იანვრის ტურნირში) 14-1 ბალანსით მოიგო და გახდა საიმპერატორო თასის მფლობელი.

  • ქართველი ფეხბურთელების ულამაზესი მეორე ნახევრები 

ლევან გორგაძის შიკონა (სუმოს მებრძოლის პროფესიონალური ზედმეტსახელი) შედგენილია კასუგანოს სკოლის ტრადიციული პირველი თავსართისგან — „ტოჩი“ (რაც კასუგანო ბეიას - სკოლის, სადაც ტოჩინოშინი ასპარეზობს - მფლობელის წარმოშობის ადგილიდან, ტოჩის პრეფექტურიდან მოდის) და „შინი“ (გული).

გამარჯვება მას საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მიულოცეს. 2018 წლის ნაცუ ბაშოს (მაისის ტურნირი) შედეგების გათვალისწინებით, სუმოს ასოციაციამ ლევანი ოძეკის ტიტულზე წარადგინა, 30 მაისს კი ამ რანგის ოფიციალური გადაცემის ცერემონიალიც გაიმართა. 2024 წლის 4 თებერვალს ტოჩინოშინი სუმოდან გააცილეს. დაჯილდოებულია საქართველოს ღირსების ორდენით.