ჯორჯო არმანი ელიტურ ჟურნალებსა და გამოცემებს ინტერვიუებს ხშირად აძლევს და არასდროს იშურებს რჩევებს ქალებისთვის, რათა მათ შეძლონ, ყოველთვის დახვეწილად და ელეგანტურად გამოიყურებოდნენ. მის გემოვნებასა და რჩევებს მსოფლიოში უამრავი ქალი ენდობა.
თავად Emporio Armani-ს მთავარი ხაზი წლების განმავლობაში იყო კლასიკა, თუმცა ბოლო დროს ის ითვალისწინებს თანამედროვე ცხოვრების წესს, ინტერესებსა და გლობალური მასშტაბით მიმდინარე მოვლენებს, რაც ბოლო კოლექციებზეც აისახება. ამის პარალელურად, არმანი არასდროს კარგავს სტილის, დახვეწილობისა და კლასიკურობის გასაოცარ შეგრძნებას.
ჯორჯო არმანის 10 ციტატა
- „ნუ იქნებით ზედმეტად გულმოდგინე ტანსაცმლის არჩევისას: ყველაზე მოდური ადამიანები ისე გამოიყურებიან, თითქოს არანაირ ძალისხმევას არ ხმარობენ თავიანთი გარეგნობისთვის."
- "იმისთვის, რომ გახდე წარმატებული და მსოფლიო აღიარება მოიპოვო, მხოლოდ ნიჭიერება სულაც არაა საკმარისი. აუცილებელი და ხშირად გადამწყევტიც კი, თვითდისციპლინაა."
- „იყო ელეგანტური არ ნიშნავს იყო თვალშისაცემი, ეს ნიშნავს მეხსიერებაში ჩაბეჭდვას“.
- „იაფიანი ფეხსაცმელი ცუდი ეკონომიაა. ნუ დაზოგავთ ფულს კარგ ფეხსაცმელში, ის თქვენი სავიზიტო ბარათია“.
- „აირჩიეთ ქსოვილები ნეიტრალურ ფერებში, ნათელი შაბლონების გარეშე, ისინი უფრო დიდხანს გაუძლებენ მოდის სტანდარტებს“.
- „საგულდაგულოდ შერჩეული სურნელი შეიძლება გახდეს თქვენი ხელმოწერა. ეს არის პირველი, რასაც ადამიანები გრძნობენ, როცა ოთახში შედიხარ და უკანასკნელი, რაც ქრება გასვლისას."
- „შავი და მუქი ლურჯი უფრო თხელ სილუეტს აჩენს, ვიდრე სხვა ფერები. ამ ფერის სქემის დაცვით, შეგიძლიათ ექსპერიმენტები აკეთოთ ფორმებსა და ტექსტურებზე.“
- "სექსუალურად გამომეტყველება თავდაჯერებულობის ნიშანია."
- ”რაღაც განსაკუთრებულის შესაქმნელად, თქვენი აზროვნება მუდმივად უნდა იყოს ორიენტირებული უმცირეს დეტალებზე.”
- „აირჩიეთ ქსოვილები ნეიტრალურ ფერებში, ნათელი შაბლონების გარეშე, ისინი უფრო დიდხანს გაძლებენ“.