ფაქტია, რომ თმა უფრო სწრაფად ავლენს ჩვენს ასაკს, ვიდრე ტანსაცმელი ან თუნდაც მაკიაჟი. ადრე გრძელი თმა ახალგაზრდობისა და მიმზიდველობის ნიშანი იყო. მაგრამ ცოტა ხნის წინ, მოდაში შედარებით მოკლე სტილის ვარცხნილობა დაბრუნდა. ასეთი ვარცხნილობა გამაახალგაზრდავებელ ეფექტს ქმნის.
ბობი
იდეალური თმის შეჭრაა მათთვის, ვისაც სურს თხელ თმას უფრო სრული იერი მისცეს. ბობი ასევე შესაფერისია მათთვის, ვისაც არ უყვარს ბევრი დროის დახარჯვა თმის მოვლაზე. უბრალოდ გაამშრალეთ ის ფენით და მოცულობითი პროდუქტით.
Pixie
1990-იან წლებში, ამ ვარცხნოლობას ატარებდა პრინცესა დიანა, დემი მური და ქეით მოსი.
ასიმეტრიული ბობი
ადვილად შეიძლება მოხვდეს ყველაზე პოპულარული თმის შეჭრის რეიტინგში. თმის ვარცხნილობა განკუთვნილია ნებისმიერი ტიპისა და სტრუქტურისთვის და ერთნაირად კარგად გამოიყურება ხვეულ და სწორ თმაზე.