2024 წლის ყველაზე ტრენდული საცურაო კოსტიუმები - Marao

2024 წლის ყველაზე ტრენდული საცურაო კოსტიუმები

2024-07-19 11:01:04+04:00

საზღვაო სეზონი უკვე დაიწყო. გოგოები სანაპიროზე თუ აუზზე რუჯის მიღებაზე ძნელად ამბობენ უარს. ყველამ ვიცით, რომ მზის პირდაპირი სხივები ჩვენს ჯანმრთელობას გარკვეულ ზიანს აყენებს, აუცილებლად დაიცავით დროის შუალედი და გამოიყენეთ მზისგან დამცავი. სათანადოდ მომზადებულებმა კი, თვალი გადაავლეთ, როგორია წელს საცურაო კოსტუმების ტრენდები: 

კოკეტი

ის ყველგანაა — მოდიდან დეკორაციამდე. კოკეტის ფენომენი (აგრეთვე ულტრა ქალური ესთეტიკით აკვიატება), არავის გასაკვირად, ზაფხულშიც გაგრძელდება.

მბზინავი 

ძველი დრო ბრუნდება და მოდა დისკო-სტილს იხსენებს. წელს სანაპიროებზე ბევრ ბრჭყვიალა საცურაო კოსტიუმს ნახავთ.

  • ჯორჯო არმანის 10 ციტატა მოდისა და ცხოვრების შესახებ 
  • სტილის ხატი და მოდის ლეგენდა - აირის აპფელი 102 წლის ასაკში გარდაიცვალა: როგორი იყო ყველასთვის საყვარელი მოდელის ცხოვრება 

90-იანი წლების მინიმალიზმი

მინიმალისტური ფორმები, სუფთა ხაზები და მყარი ფერები, ზოგადად კლასიკაა მოდაში, მაგრამ ისინი განსაკუთრებით მაამებელია საცურაო კოსტიუმებში. 

ყვავილის პრინტი

ამ ზაფხულის კიდევ ერთი დიდი ტენდენციაა ყვავილების პრინტია. ამავდროულად, უმჯობესია დაივიწყოთ კაშკაშა ფერები, რომლებიც მთელ სივრცეს იკავებს - ტენდენციაშია ნეიტრალურ ფონზე განთავსებული პატარა პრინტი. 

ლეოპარდის პრინტი

ლეოპარდი კვლავ აქტუალურია. ცხოველების პრინტით საცურაო კოსტიუმები 2024-ის ერთ-ერთი მთავარი სტილია.