"15 წლიდან ლონდონში, "უიმბლდონის" კლუბში ვვარჯიშობ" - გაიცანით წარმატებული ქართველი ჩოგბურთელი, მარიამ ბოლქვაძე - Marao

"15 წლიდან ლონდონში, "უიმბლდონის" კლუბში ვვარჯიშობ" - გაიცანით წარმატებული ქართველი ჩოგბურთელი, მარიამ ბოლქვაძე

2024-07-19 13:01:25+04:00

მარიამ ბოლქვაძე არის ქართველი ჩოგბურთელი, საქართველოს ფედერაციის თასის ნაკრების წევრი. ერთეულებში არის მსოფლიოს 190-ე ჩოგანი. ერთეულებში მისი საუკეთესო შედეგი იყო 152-ე ადგილი (დეკემბერი, 2019). ამჟამად წყვილებში არის მსოფლიოს 420-ე ჩოგანი, კარიერაში საუკეთესო მაჩვენებელი კი დააფიქსირა 2019 წლის ივლისში (336-ე ჩოგანი მსოფლიო რეიტინგში). 2015 წლიდან თამაშობს საქართველოს ნაკრებში.

  • "55 წლის ასაკში ცხოვრება ფანტასტიკურია, უფრო ლამაზადაც ვგრძნობ თავს და ბედნიერადაც" - რა დაეხმარა მაია ბარათაშვილს ცხოვრების გადაფასებაში 
  • მარი ნაკანის ამბავი იმაზე, რომ არასდროს უნდა დანებდე: “მაშინ „ჯეო-ბარში“ ვმონაწილეობდი და ჩანაფიქრი მქონდა, რომ ჩემს პირველ ქმარს ტელევიზორში დავენახე და შემრიგებოდა” 

ადრეული ცხოვრება

მარიამ ბოლქვაძე ბათუმში დაიბადა. 13 წლის ასაკში ჩოგბურთის განვითარებისთვის გაერთიანებულ სამეფოში გადავიდა საცხოვრებლად.  იგი თავდაპირველად ნათლიასთან ცხოვრობდა, სანამ ორი წლის შემდეგ მასპინძელ ოჯახს იპოვიდა. მარიამი თავისუფლად ფლობს ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებს. "ზოგადად ჩოგბურთის ყურება არ მიყვარს და კუმირიც არ მყავს, თამაშით რა თქმა უნდა სერენა და ფედერერი არიან ლეგენდალური ჩოგბურთელები ჩემთვის", - ამბობდა ის. 

"15 წლიდან ლონდონში, "უიმბლდონის" კლუბში ვვარჯიშობ. ჩემი მწვრთნელი საიმონ ეილნია. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ჩოგბურთში ბევრი ფული არ იდება, საქართველოსა და აჭარის საჩოგბურთო ფედერაციები ყველანაირად ცდილობენ, ხელი შემიწყონ" - ამბობდა მარიამი. 

კარიერა

ბოლქვაძემ ჩოგბურთის თამაში რვა წლის ასაკში დაიწყო. თინეიჯერობის წლებში ვარჯიშობდა ლონდონში , სადაც მას ოტო ბუხჰოლდტი წვრთნიდა.

"პირველად ჩოგბურთის შესახებ 8 წლის ასაკში გავიგე, ჩემი ახლობელი თამაშობდა ლონდონში და მე ბურთებს ვუგროვებდი, შემდეგ ბათუმში ჩამოსვლისთანავე დედამ გიორგი დიკტობულოსთან შემიყვანა", - ამბობდა მარიამი. 

"ზოგადად საქართველოში ვფიქრობ რომ რთულია ნებისმიერ საქმეში კარგი პროფესიონალი რომ იყო რადგან ყველგან თავისებური სირთულეებია. მაგალითად პატარა ასაკიდან ლონდონში მომიწია წასვლა და იქ მარტო ცხოვრება, დიდი ფსიქოლოგიური დარტყმა იყო მშობლების და მეგობრების გარეშე ცხოვრება 14-15 წლის ასაკში, მაგრამ დედაჩემი გვერდში დამიდგა, ფსიქოლოგებიც დამახმარა და მარტივად გამოვძვერით. ზოგადად ბევრის დათმობა გიწევს, როცა ჩემი მეგობრები გადიოდნენ გასართობად ხანდახან რა თქმა უნდა მეც ვუერთდებოდი, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში მიწევდა ან სახლში ადრე დაძინება ან საერთოდ არ ვიყავი ხოლმე ქვეყანაში, მაგრამ ამას ნეგატიურად არ ვუყურებ. ასევე იყო პერიოდი როცა ამერიკის უნივერსიტეტები მთავაზობდნენ იქ წასვლას სასწავლებლად სრული დაფინანსებით, ესეც ფსიქოლოგიურად რთული გადაწყვეტილება იყო, ყველას ჩემს ირგვლივ ჩემი იქ წასვლა უნდოდა, მაგრამ ჩემი მწვრთნელის დახმარებით გადავდგი ის ნაბიჯი რომ უარი მეთქვა და ძალიან კმაყოფილი ვარ დღემდე ამ გადაწყვეტილებით". 

2013 წელს მოიგო Aegon Junior International ლონდონში, ფინალში დაამარცხა ჯოდი ბურაჟი . იმავე წლის ბოლოს მოსკოვში გამართულ ევროპის იუნიორთა ჩემპიონატზე ფანი სტოლართან დამარცხდა.

მსოფლიოს 202-ე რეიტინგში მყოფი ბოლქვაძე US Open-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე შევიდა და ჰეზერ უოტსონს დაუპირისპირდა. მორიგი გამარჯვებით მან მოიპოვა კვალიფიკაცია თავის პირველ ძირითად თამაშში და გახდა მეოთხე ქართველი, რომელმაც მოიპოვა კვალიფიკაცია დიდი სლემის ტურნირზე.

მარიამი აქტიური, მიზანდასახული და ნიჭიერი ახალგაზრდა სპორტსმენია, რომელიც გულშემატკივარს ხშირად ანებივრებს წარმატებით. სულ ცოტა ხნის წინ ის გამარჯვებული შარმ შეიხის ელ ტურნირის გამარჯვებული გახდა.ფინალურ შეხვედრაში მან მან ელენა პრიდნრკინა დაამარცხა. ჩემპიონობამდე მას 4 იტალიელი და 1 რუსი სპორტსმენის დამარცხება მოუწია, საბოლოოდ კი მიზანს მიაღწია და კარიერაში ITF-ის მე-20 ტურნირი მოიგო.