"ძალიან იღბლიანი ვარ; ეს კაბა მუზეუმში უნდა იყოს, მაგრამ მე მაცვია" - როგორ მიაგო ბლეიკ ლაივლიმ ბრიტნი სპირსს პატივი - Marao

"ძალიან იღბლიანი ვარ; ეს კაბა მუზეუმში უნდა იყოს, მაგრამ მე მაცვია" - როგორ მიაგო ბლეიკ ლაივლიმ ბრიტნი სპირსს პატივი

2024-08-08 12:23:26+04:00

36 წლის ბლეიქ ლაივლიმ სამშაბათს, 6 აგვისტოს, ნიუ-იორკში ფილმის წითელი ხალიჩის პრემიერისთვის ბრიტნი სპირსს პატივი მიაგო ვინტაჟური "ვერსაჩეს" კაბით, რომელიც მომღერალს 2002 წელს ეცვა.

"ეს არის ბრიტნის ნამდვილი კაბა", - ეუბნება ლაივლი ექსკლუზიურად PEOPLE-ს. "ის მუზეუმში უნდა ინახებოდეს, მაგრამ მე მაცვია. იღბლიანი ვარ". 

  • "სარკეში ვიხედები, ვხვდები, რომ დედაჩემს ვგავარ და ეს საოცრად მათბობს" - ცნობილი ქალები, რომლებიც დედების ზუსტ ასლებად გადაიქცნენ 
  • სასტიკი ბაბუა, რომელიც შვილზე სექსუალურად ძალადობდა და ბებიის ბურუსით მოცული გარდაცვალება - აქამდე უცნობი მძიმე დეტალები ბრიტნი სპირსის ოჯახის წარსულიდან 

ბრიტნი სპირსი

ერთი წლის წინ ბრიტნი სპირსმა მამის "პატიმრობიდან" თავი საბოლოოდ გაითავისუფლა. ჯეიმი სპირსი წლების მანძილზე მკაცრად აკონტროლებდა შვილის ცხოვრებას და მომღერალმა მხოლოდ სასამართლოს ძალით შეძლო მისგან თავის დაღწევა. უცხოურ მედიაში გამოქვეყნდა სტატია, სახელწოდებით "რატომ დააპატიმრა ჯეიმ სპირსმა ბრიტნი? - კენტვუდის წყევლა," სადაც ჟურნალისტი პოპ-მომღერლის ოჯახის ისტორიის შესახებ და გამოძიების დროს აღმოჩენილ ბნელ ეპიზოდებზე გვიყვება.

ბრიტ­ნის მშობ­ლებ­მა ერ­თმა­ნე­თი 1976 წელს გა­იც­ნეს და იქორ­წი­ნეს. ჯე­ი­მის უკან პირ­ვე­ლი ხან­მოკ­ლე ქორ­წი­ნე­ბა და ტრავ­მის გამო დან­გრე­უ­ლი კა­რი­ე­რა იდგა. ქორ­წი­ლი­დან ერთი თვის შემ­დეგ ლინი და­ორ­სულ­და და 1977 წელს მათ ვაჟი, ბრა­ი­ა­ნი შე­ე­ძი­ნათ. ქორ­წი­ნე­ბის პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან ჯე­ი­მი არ ყო­ფი­ლა იდე­ა­ლუ­რი ქმა­რი. ის სვამ­და და ცოლს შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნებ­და. რო­დე­საც ქალ­მა შე­ი­ტყო, რომ ქმა­რი ღა­ლა­ტობ­და, გან­ქორ­წი­ნე­ბა და შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რი მო­ი­თხო­ვა. წყვი­ლი ისევ შე­რიგ­და და ერთ წე­ლი­წად­ში ქა­ლიშ­ვი­ლი ბრიტ­ნი შე­ე­ძი­ნათ. გო­გო­ნას სა­ხე­ლად ჟანი და­არ­ქვეს, გარ­დაც­ვლი­ლი ბე­ბი­ის პა­ტივ­სა­ცე­მად, რო­მელ­მაც სა­ვა­რა­უ­დოდ, თავი მო­იკ­ლა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ბრიტ­ნი ამ­ბობ­და, რომ შე­საძ­ლოა ეს სა­ხე­ლი და­წყევ­ლი­ლი ყო­ფი­ლი­ყო.

ბავ­შვო­ბა­ში გო­გო­ნა ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყო ტან­ვარ­ჯიშ­ში და მას­წავ­ლებ­ლე­ბი მას "ში­ნა­გა­ნად მო­ტი­ვი­რე­ბულს, პერ­ფექ­ცი­ო­ნისტს, ცხე­ნი­ვით მუ­შას" უწო­დებ­დნენ. ჯე­ი­მი ამ­ბობ­და, რომ მისი ქა­ლიშ­ვი­ლი ვარ­სკვლა­ვი გახ­დე­ბო­და. ბრიტ­ნის მშობ­ლე­ბი გა­და­სა­ხა­დებს არა­რე­გუ­ლა­რუ­ლად იხ­დიდ­ნენ და თან­ხას შვი­ლის გაკ­ვე­თი­ლებ­სა და კონ­კურ­სებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მოგ­ზა­უ­რო­ბე­ბის­თვის ხარ­ჯავ­დნენ. სა­ბო­ლო­ოდ, ბრიტ­ნი 20 000 ბავ­შვი­დან აარ­ჩი­ეს და "მიკი მა­უ­სის" კლუბ­ში მოხ­ვდა. მის მშობ­ლებს კი სა­სა­მარ­თლომ მიწა ჩა­მო­არ­თვა და აუქ­ცი­ონ­ზე გა­უ­ყი­დეს. სამ წე­ლი­წად­ში ოჯა­ხი გა­კოტ­რე­ბუ­ლად გა­მო­ა­ცხა­დეს, მათი ვალი 10 ათას დო­ლარს შე­ად­გენ­და.