ამერიკელმა გაბრიელა ტომასმა 200 მეტრ დისტანციაზე რბენა სერიოზული უპირატესობით მოიგო. "სტად დე ფრანსზე" მან 21.83 წამში დაფარა დისტანცია, კონკურენტებს საგრძნობლად აჯობა და 2012 წლის მერე პირველი ამერიკელი მძლეოსანი გახდა, ვინც ოლიმპიადაზე ის დისციპლინა მოიგო. სენტლუსიელი ჯულიენ ალფრედი მეორე ადგილზე გავიდა (22:08), ხოლო ბრინჯაო ამერიკელმა ბრიტანი ბრაუნმა მოიპოვა (22:20).
გაბი ტომასი
თომასი დაიბადა 1996 წლის 7 დეკემბერს, ატლანტაში, ამერიკელი დედის, ჯენიფერ რენდალისა და იამაიკელი მამის, დესმონდ თომასის ოჯახში. ჰყავს ტყუპი ძმა.
გაბი ტომასი ჰარვარდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია, მას ასევე აქვს მაგისტრის ხარიხსი საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით. 27 წლის გაბრიელ ტომასს ამ დისციპლინაში ტოკიოს ოლიმპიადის ბრინჯაო ჰქონდა მოპოვებული, ხოლო ესტაფეტაში - გუნდური ვერცხლი.
2023 წლის 9 ივლისს თომასი გახდა აშშ-ის ეროვნული ჩემპიონი ქალთა 200 მეტრზე სპრინტში. 2023 წლის 25 აგვისტოს მან მოიპოვა ვერცხლის მედალი 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე.
როგორც მისი სამაგისტრო პროგრამის ნაწილი, თომასმა დაწერა ნაშრომი ძილის ეპიდემიოლოგიაზე - ”ეს არის ჩემი ვარჯიშის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი” - განუცხადა თომასმა AP News-ს. გავრცელებული ინფორმაციით, ის საღამოს 8 საათისთვის ყველა მოწყობილობას თიშავს და იძინებს.
ერთი შეხედვით, ჩანს, რომ გაბის ცხოვრებაში ყველაფერი აქვს - 27 წლის ასაკში უკვე ბევრს მიაღწია, არის განათლებული, წარმატებული, შემდგარი ქალი, თუმცა სირთულეები მის ცხოვრებაშიც იჩენს ხოლმე თავს. ერთ-ერთი ასეთი მონაკვეთი ახალგაზრდა სპორტსმენისთვის 2021 წელს ტოკიოს ოლიმპიადაზე გამგზავრებამდე დადგა, როცა მან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ჩაიტარა და აღმოჩნდა, რომ ღვიძლზე სიმსივნე ჰქონდა, საბედნიეროდ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუარესებულა და თავს კარგად გრძნობს. მან 2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე ქალებში 200 მეტრის დისტანციაზე ოქროს მედალი მოიპოვა.