ექი­მე­ბის შეც­დო­მე­ბის გამო ალას მდგო­მა­რე­ო­ბა დამ­ძიმ­და: რას წერს მედია ალა პუგაჩოვას მდგომარეობის შესახებ - Marao

ექი­მე­ბის შეც­დო­მე­ბის გამო ალას მდგო­მა­რე­ო­ბა დამ­ძიმ­და: რას წერს მედია ალა პუგაჩოვას მდგომარეობის შესახებ

2024-08-26 11:11:08+04:00

ცნო­ბი­ლი რუსი მომ­ღერ­ლის, ალა პუ­გა­ჩო­ვას ახლო ნა­თე­სა­ვი რუ­სულ მე­დი­ას­თან სა­უბ­რობს, რომ ვარ­სკვლავს ჯან­მრთე­ლო­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი აქვს. პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი მე­დია წერს, რომ ალას ოჯა­ხის ერთ-ერთმა წევ­რმა მისი ავად­მყო­ფო­ბის დე­ტა­ლე­ბი გა­ამ­ხი­ლა.

წყა­როს თქმით, უცხო­ეთ­ში ექი­მე­ბის შეც­დო­მე­ბის გამო მისი მდგო­მა­რე­ო­ბა დამ­ძიმ­და, ახლა კი მას ის­რა­ე­ლის სა­უ­კე­თე­სო სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბიც ვერ ეხ­მა­რე­ბი­ან. ”ექი­მე­ბი არ იც­ნობ­დნენ ალას სხე­უ­ლის სპე­ცი­ფი­კას, რის გა­მოც მისი მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უ­ა­რეს­და. ექი­მებ­მა ახლა გან­გა­შის ზარი ატე­ხეს, მაგ­რამ მას ვე­რა­ფერს შვე­ლი­ან.“ - წერს მე­დია.

  • როგორია ალა პუგაჩოვასა და მაქსიმ გალკინის ცნობილი სასახლე შიგნიდან და რატომ ემუქრებიან მისი ჩამორთმევით 

 წყა­რო დას­ძენს, რომ დი­ვას ნა­თე­სა­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში დარ­ჩნენ, შეშ­ფო­თე­ბულ­ნი არი­ან მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბით და ში­შო­ბენ, პუ­გა­ჩო­ვას სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე ემუქ­რე­ბა. 

წაიკითხეთ სრულად

ალა პუგაჩოვა

ალა პუგაჩოვა საბჭოთა და რუსი ესტრადის მომღერალი, კომპოზიტორი-სიმღერების ავტორი, ესტრადის რეჟისორი, პროდიუსერი, კინომსახიობი და ტელეწამყვანია. დაიბადა 1949 წლის 15 აპრილს, არის 74 წლის. 

კარიერა 1965 წლიდან დაიწყო. მის რეპერტუარში შედის 500-ზე მეტი სიმღერა რუსულ, ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, ებრაულ, ფინურ, უკრაინულ ენებზე, ხოლო დისკოგრაფია ითვლის 100-ზე მეტ სოლო-გრამფირფიტას (17 ალბომი, 34 სინგლი, 25 „კომპილაცია“ და კრებული). რუსეთისა და ყოფილი სსრკ-ის ქვეყნების გარდა, პუგაჩოვას ალბომები გამოიცემოდა იაპონიაში, კორეაში, შვედეთში, ფინეთში, გერმანიაში, პოლონეთში, ჩეხოსლოვაკიაში, ბულგარეთში. დისკების საერთო ტირაჟმა გადააჭარბა 250 მილიონ ეგზემპლარს. ალა პუგაჩოვამ წარადგინა რუსეთი "ევროვიზიის" სიმღერის კონკურსზე 1997 წელს.

  • ალა პუგაჩოვას მეგობარმა ისაუბრა იმ განუკურნებელ დაავადებაზე, რომლითაც ვარსკვლავი 50 წელზე მეტია ცხოვრობს 

პუგაჩოვა 5 წლიდან მუსიკით იყო გატაცებული. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მან მოსკოვის იპოლიტე ივანოვის სახელობის მუსიკალურ სახელმწიფო სასწავლებელში სადირიჟორო-გუნდის განყოფილების განხრით განაგრძო სწავლა. პროფესიული სოლო-კარიერის დაწყებამდე ბევრ მუსიკალურ კოლექტივთან ერთად მუშაობდა. პირველი სიმღერა Робот დილის გადაცემისთვის შეიქმნა და მას დიდი წარმატება მოუტანა. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ რადიოსადგურის „ახალგაზრდობის“ ჯგუფთან ერთად, მომღერალმა დასავლეთ ციმბირში პირველი გასტროლები გამართა.

საერთაშორისო აღიარება 1975 წელს, ბულგარეთის საერთაშორისო კონკურსმა „ოქროს ორფეოსმა“ მოუტანა, სადაც მის მიერ შესრულებული სიმღერა „არლეკინო“ ერთხმად აღიარეს საუკეთესოდ და ალა პუგაჩოვას ფესტივალის გრან-პრი გადაეცა.

1979 წელს გამოვიდა ფილმი „ქალი, რომელიც მღერის“, რომელშიც მთავარ როლს ალა პუგაჩოვა ასრულებდა. საბჭოთა კინოგაქირავებაში ფილმმა 1979 წელს პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო ალა პუგაჩოვას, ჟურნალ „საბჭოთა ეკრანის“ გამოკითხვის შედეგების მიხედვით, მიენიჭა „წლის საუკეთესო მსახიობი ქალის“ წოდება. ფილმში გამოყენებულია სიმღერები, რომლებისთვისაც მუსიკა, ალექსანდრე ზაცეპინის გარდა, თავად ალა პუგაჩოვამაც დაწერა, „ბორის გორბონოსის“ ფსევდონიმით.

დღეისათვის ჩამოშორდა აქტიურ შემოქმედებით საქმიანობას. ჰყავს სამი შვილი და სამი შვილიშვილი. მისი ერთ-ერთი შვილი, კრისტინა ორბაკაიტე, აგრეთვე მომღერალია. პუგაჩოვა ამჟამად ქორწინებაში იმყოფება მაქსიმ გალკინთან.