მსახიობი ნოდარ გურგენაშვილი ხალხს განსაკუთრებით უყვარს სერიალ "შუა ქალაქიდან". ის ამ როლის წყალობით წლების შემდეგაც არ კარგავს პოპულარობას და ხალხის სიყვარულს.
" ჩემს გვარშიც კი არავინ არის მსახიობი. თეატრალურში ჩემი ინიციატივით ჩავაბარე, რადგან ბავშვობიდან მინდოდა მსახიობობა. – სახლში რომ მკითხეს, სად იყავიო, ვუპასუხე, თეატრალურში გამოცდა მქონდა და ჩავაბარე-მეთქი. იცოდნენ, რომ ბავშვობიდან მინდოდა მსახიობობა და ამიტომ ძალიან გაუხარდათ, რომ ჩავაბარე.დღის განმავლობაში შეიძლება ბევრნაირი ვიყო, ძალიან ცვალებადი ხასიათი მაქვს. არის ხალხის კატეგორია, რომელსაც ჰგონია, მართლა ისეთი ვარ, როგორიც „შუა ქალაქში”, სჯერათ, რომ მართლა ბარმენი ვარ, მართლა ამერიკაში ვცხოვრობდი და 15 ენაზე ვლაპარაკობ.
ცუდ ხასიათზე მყოფიც კი ვცდილობ, გავიღიმო. ჩემს პრობლემებს სხვას არ ვახვევ თავს. არ მინდა, ტკივილი სხვამ შემამჩნიოს, მაგრამ თუ ამას ვინმე მაინც შეამჩნევს, ე.ი. მართლა ძალიან ცუდად ვარ. რამდენიმე წლის წინ ბრმა ნაწლავი გამისკდა და ტკივილს 3 საათის მანძილზე ვითმენდი. არ მინდოდა, ვინმესთვის შემეჩივლა, მაგრამ მერე ვეღარ გავუძელი და.... ზოგჯერ ისეც ხდება, არაფერი მაწუხებს და ხალხი მეკითხება, - რა გჭირსო? ასეთ დროს ვღიზიანდები.
სხვისი დაცინვა არ მიყვარს. როცა ვხედავ, ჩემი ახლობელი ადამიანი გაუბედაობის გამო საქმეს იფუჭებს, რა თქმა უნდა, არ მსიამოვნებს და შესაბამისად, რაც არ გსიამოვნებს, ის გაღიზიანებს კიდეც. ამ შემთხვევაში, იმ ადამიანის მიმართ აგრესიული კი არ ვხდები, არამედ მას გამბედაობისკენ მოვუწოდებ, მის დახმარებას ვცდილობ" - ამბობდა მსახიობი.
ცოტა ხნის წინ კი „სიცრუის დეტექტორის" სტუმარი იყო, სადაც ალკოჰოლზე დამოკიდებულების შესახებ ისაუბრა:
„მარტო დაზარალება არ არის, შეჭამა წლები. იყო რაღაც პერიოდი, როდესაც ძალიან დიდი დრო წაიღო ამ ყველაფერმა. გარდა იმისა, რომ ჯანმრთელობას აყენებ ზიანს და ჭარბ მოხმარებაზე ვლაპარაკობ, ისე ცუდად გავმხდარვარ ნაბახუსევზე, რომ ყველა ვარიანტში უნდა მიმეღო ალკოჰოლი… რაც მთავარია, ჩემით გადავიარე ეს ეტაპი, რადგან მე თვითონ მინდოდა. მხოლოდ ჩემს თავზე არ ვამბობ…“