ისაბელა დამლა გიუვენილირი 2009 წელს აშშ-ში, ნიუ-იორკში დაიბადა. თურქეთში ვიზიტისას მისმა ოჯახმა გაიგო, რომ გოგონა დამტკიცებულია ახალ სატელევიზიო პროექტში „Elif / ელიფი“ მთავარ როლზე. როცა სერიალის გადაღებები დაიწყეს, ისაბელა 4 წლის იყო. 2019 წელს დამწყები მსახიობი კიდევ ერთ სერიალში, სახელად Bahari Beklerken გადაიღეს.
"ელიფი" პოპულარულია მრავალ ქვეყანაში, მათ შორის, ინდონეზიაში, სადაც 2015 წლის აგვისტოში თავის მეგობრებთან ერთად იყო მიწვეული ინდონეზიის ერთ-ერთ პოპულარულ ტელეპროგრამაში.
მისი ვიზუალიდან და სახელიდან გამომდინარე, ხშირად ფიქრობენ, რომ იზაბელა თურქული წარმომავლობის არაა, თუმცა გოგონა ამბობს, რომ ეს კითხვა მისთვის მომაბეზრებელიც კი გახდა და რომ ნამდვილად თურქული ფესვები აქვს.
ისაბელა დღეს
მსახიობის ფანები აღნიშნავენ, რომ თავის ასაკთან შედარებით უფრო დიდს ჰგავს. გოგონა ახლა ძირითად დროს თვითგანვითარებას უთმობს, სწავლობს უცხო ენებს, ფორტეპიანოზე დაკვრას. ამბობს, რომ წიგნების კითხვა მისი საყვარელი საქმიანობაა. ამ ეტაპზე უარს ამბობს კინოინდუსტრიაში დაბრუნებაზე, თუმცა დაკავებულია ფოტომოდელის საქმიანობით. სამომავლოდ კი აპირებს, რომ კვლავ სერიალებს დაუბრუნდეს და წარმატებული მსახიობის კარიერა ჰქონდეს.