ადრიანა ლიმა მოდის სამყაროს უბრუნდება. მოდელი, რომელიც 2018 წლის შემდეგ მოდის ჩვენებაზე არ გამოსულა -პარიზში Maison Schiaparelli-ის ჩვენებაზე გამოჩნდება.
ლიმა ბოლოს დეკემბერში, "შიმშილის თამაშების" პრემიერაზე გამოჩნდა - რის შემდეგაც საზოგადოებაში გავრცელდა აზრი, რომ მოდელმა პლასტიკურ ქირურგიას მიმართა, რაზეც ადრიანა ლიმამ სოციალურ ქსელში საჯაროდ გააკეთა კომენტარი: “ეს არის დაღლილი დედის სახე, რომელსაც თინეიჯერი გოგონა ჰყავს სახლში და კიდევ ორი მცირეწლოვანი", - ამბობდა მოდელი.
ადრიანა ლიმას გარეგნობა
2022 წლის სექტემბერში ადრიანა ლიმა მესამედ გახდა დედა. ორსულობის ადრეულ ეტაპზეც კი მოდელმა თქვა, რომ არ აპირებდა დეკრეტული შვებულების გახანგრძლივებას და სახლში დარჩენას. ადრიანამ აღნიშნა, რომ ის უკვე გამოცდილი დედაა, ამიტომ მოახერხა იმის გაგება, რომ დელიკატური სიტუაცია არ არის წარმატებული კარიერის შეჩერების მიზეზი. რა თქმა უნდა, თუ ჯანმრთელობა იძლევა ამის საშუალებას.
მართლაც, ლიმა აგრძელებდა აქტიური ცხოვრების წესს - დადიოდა სოციალურ ღონისძიებებზე და მონაწილეობდა მოდის ჩვენებებში. მოდელი ცხოვრობს სრულფასოვანი ცხოვრებით, ტკბება დედობით და აღიარებს, რომ სრულიად კმაყოფილია საკუთარი თავით, მაგრამ მისი გარეგნობა ზოგჯერ მაინც ხდება ინტერნეტში მწვავე დისკუსიის მიზეზი.
კანის კინოფესტივალზე გამოჩენის შემდეგ ბევრმა აღნიშნა, რომ ადრიანამ კოსმეტოლოგიური ჩარევებით თავისი ბუნებრივი სილამაზე დაკარგა. ზოგი ქირურგი კი არ გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ შესაძლებელია მოდელს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდეს. ცხადია, ვარსკვლავი ბევრს ვარჯიშობს, მაგრამ სპორტდარბაზში ვარჯიშის გარდა, მნიშვნელოვანია დიეტის დაცვა, საკვების კალორიული შემცველობის მონიტორინგი, ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების თანაფარდობა და სასმლის რეჟიმი. ძილი მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ახალგაზრდულად გამოიყურებოდეთ. აუცილებელია ალკოჰოლისა და მოწევის გამორიცხვა.