მსახიობ ანკა ვასაძეს საზოგადოება როგორც თეატრის სცენიდან, ისე ტელეეკრანებიდან კარგად იცნობს. მან აუდიტორიას თავი პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავებიდანაც“ შეაყვარა, სადაც მეწყვილესთან, ოთო ფოლადაშვილთან ერთად წარმატებით გამოდიოდა.
ანკა ვასაძე დაქორწინებულია, მას და მის მეუღლეს ორი შვილი ჰყავთ. ანკა ოჯახურ კადრებს სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს, თუმცა მეუღლესთან ერთად იშვიათად ჩნდება. ამჯერად კი მეგობრებს ახალ ფოტოებს უზიარებს.
ანკა ვასაძე
ანკა ვასაძე დიდი ქართველი მსახიობების, აკაკი ვასაძისა და მარინე თბილელის, შთამომავალია. მარინე თბილელის პირველი მეუღლე აკაკი ვასაძის ვაჟი, ცნობილი რეჟისორი, გოგი ვასაძე იყო. შეეძინათ ვაჟი – აკაკი ვასაძე უმცროსი. მათი ოჯახი მალე დაინგრა, მაგრამ მარინე თბილელი მამამთილს, აკაკი ვასაძეს, მუდამ ემადლიერებოდა.
წლების შემდეგ მარინე თბილელი ცნობილ რეჟისორსა და კულტურის მოღვაწეზე, აკაკი დვალიშვილზე დაქორწინდა და მისგან შეეძინა ბაია დვალიშვილი, რომელიც ასევე მსახიობი გახლავთ. ანკა ვასაძე კი აკაკი ვასაძე უმცროსის შვილიშვილია და ბაია დვალიშვილს ბებოს ეძახის… დიდი ბებია, მარინე თბილელი, კარგად ახსოვს, მაგრამ დიდ აკაკი ვასაძეს არ მოსწრებია.