ომახიანი ხმა, დადებითი განწყობა და უზადო გარეგნობა - ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმისა, რითიც თიკა ფაცაცია უამრავი ადამიანის გულის მოგებას უკვე არაერთი წელია წარმატებით ახერხებს.
თიკა ფაცაცია 42 წლისაა, კარიერა კი 16 წლისამ სამოდელო სფეროში დაიწყო. თიკა ეკრანებზეც და სოციალურ ქსელშიც ყოველთვის დადებითი განწყობითა და ღიმილითაა, თუმცა ცხოვრებაში, ბევრ წარმატებასთან ერთად, ბევრი იმედგაცრუებაც შეხვედრია.
თიკა ფაცაციას ბიოგრაფია
1987 წელს, 3 წლის ასაკში შეიყვანეს საბალეტო სკოლაში. მოგვიანებით, 1991 წელს, თიკამ ფორტეპიანოსა და გიტარაზე დაკვრა ისწავლა. 1997 წელს თიკამ პროფესიონალურ მოდელობას მოჰკიდა ხელი და ქართველი მოდელიორების თითქმის ყველა ჩვენებაში მონაწილეობდა. 2000 წელს ჯგუფი „სეთი“ შექმნა და აშშ–ში გაემგზავრა. 2003 წელს კი თიკამ პირველი ალბომი გამოსცა სახელწოდებით „თქვი, რას აპირებ“. ალბომში ახალი 11 სიმღერა შევიდა. 2006 წელს გამოვიდა თიკას სინგლი „სიმართლის დროა“.2008 წელს თიკა ფაცაცია „იმედის ტალღის“ გამარჯვებული გახდა, იმავე წელს "ევროვიზია 2008"–ში სურდა მონაწილეობის მიღება, თუმცა მან დიანა ღურწკაიაზე ნაკლები ქულა დააგროვა.
2009 წელს თიკამ კვლავ "ევროვიზია 2009"–ის შესარჩევ კონკურსში მიიღო მონაწილეობა სიმღერით „Miracle“ („საოცრება ხარ“), მაგრამ "ევროვიზიაზე" წარსადგენად "სტეფანე და სამი გოგო" აირჩიეს.
2010 წლის 1-ელი თებერვლიდან თიკა ფაცაცია შოუ „ნიჭიერის“ წამყვანი იყო. მისი და ვანიკო თარხნიშვილის დუეტი წარმატებული აღმოჩნდა. გარდა „ნიჭიერისა“, მათ ერთად მიჰყავდათ შოუ „მელომანია“. ამჟამად თიკა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემების, „სხვა შუადღისა“ და "ექიმების" წამყვანია. 2021 წლიდან არის "ნიჭიერის" ჟიურის წევრი.
თიკა ფაცაციას სტილი
თიკა ტელეეკრანებზე ხშირად ჩანს სხვადასხვა გასართობი თუ შემეცნებითი გადაცემების წამყვანის ამპლუაში. გასაკვირი არ არის, რომ ის ყოველთვის შთამბეჭდავად გამოიყურება და ხშირად ირგებს ცნობილი თუ ნაკლებად ცნობილი ბრენდების სამოსს. ამჯერად ის შოუში "გვაჩვენე შენი ხმა" უმშვენიერესი წითელი კაბით გამოჩნდა, მისმა ვიდეომ კი დიდი მოწონება დაიმსახურა: