ქართველი ფეხბურთელი, საფეხბურთო კლუბ „ატლანტა იუნაიტედისა“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი საბა ლობჟანიძე სულ ცოტა ხნი წინ მამა გახდა. მას და მის მეუღლეს, სალი კერატიშვილს პირველი შვილი, გოგონა, ალესია შეეძინათ. ამჯერად საბა ლობჟანიძე ოჯახურ კადრებს სტადიონიდან გვიზიარებს:
ლობჟანიძე საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი გამორჩეული წევრია. 29 წლის ნახევარმცველი თბილისში დაიბადა. საბა ათი წლიდან "ნორჩიდინამოელი" იყო და მისი საკლუბო კარიერაც თბილისის "დინამოში" დაიწყო.
2017 წლის ივნისში ლობჟანიძემ დანიურ "რანდერსთან“ სამწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. 2018 წლის აპრილში, ექვს თამაშში ლობჯანიძემ ექვსჯერ გაიტანა "რანდერსისთვის", მათ შორის, ჰეთ-თრიკი "სონდერისკესთან", რამაც მას თვის საუკეთესო მოთამაშის წოდება მოუტანა ქართველ ფეხბურთელებს შორის. ის ასევე, ორჯერ დასახელდა დანიის სუპერლიგის კვირის გუნდში.
2020 წლის 30 იანვარს ლობჟანიძემ კონტრაქტი გააფორმა თურქულ კლუბ MKE Ankaragücü-სთან, 2021 წლის ივნისში კი ხელი მოაწერა სამწლიან კონტრაქტს "ჰატაისპორთან", მას შემდეგ, რაც "ანკარაგიუჯიუში" სუპერლიგიდან დაქვეითდა.
თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ და 2023 წლის თებერვალში "ჰატაისპორის" ლიგიდან გაყვანის შემდეგ ლობჟანიძე "ფატიჰ კარაგუმრუკსში" იჯარით სეზონის ბოლომდე გადავიდა.
2023 წლის აგვისტოს დასაწყისში კი ამერიკაში, MLS-ის კლუბ "ატლანტა იუნაიტედში" სამწლიანი კონტრაქტით გადავიდა. მალე "ატლანტა იუნაიტედის“ პრესსამსახურმა გუნდის ახალწვეულის ინტერვიუ გამოაქვეყნა.
საბა ლობჟანიძე და სალი კერატიშვილი
ამერიკაში გადასვლიდან სამ თვეში ამერიკული საფეხბურთო გუნდის ფეხბურთელმა, საყვარელ ქალს სალი კერატიშვილს სტადიონზე სთხოვა ხელი.გოგონა საზოგადოებამ სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებიდან“ გაიცნო, სადაც ის "შაგუს" შეყვარებულს თამაშობდა.