ალესია პირველად სტადიონზე და ოჯახური კადრები - წარმატებული ქართველი ფეხბურთელის ამერიკული ცხოვრება - Marao

ალესია პირველად სტადიონზე და ოჯახური კადრები - წარმატებული ქართველი ფეხბურთელის ამერიკული ცხოვრება

2024-10-07 12:12:17+04:00

ქართველი ფეხბურთელი, საფეხბურთო კლუბ „ატლანტა იუნაიტედისა“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი საბა ლობჟანიძე სულ ცოტა ხნი წინ მამა გახდა. მას და მის მეუღლეს, სალი კერატიშვილს პირველი შვილი, გოგონა, ალესია შეეძინათ. ამჯერად საბა ლობჟანიძე ოჯახურ კადრებს სტადიონიდან გვიზიარებს: 

ლობ­ჟა­ნი­ძე სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი წევ­რია. 29 წლის ნა­ხე­ვარმცვე­ლი თბი­ლის­ში და­ი­ბა­და. საბა ათი წლი­დან "ნორ­ჩიდი­ნა­მო­ე­ლი" იყო და მისი საკ­ლუ­ბო კა­რი­ე­რაც თბი­ლი­სის "დი­ნა­მო­ში" და­ი­წყო.

  • მსახიობი მეუღლე, პირველი შვილი და წარმატებული კარიერა აშშ-ში: გაიცანით საბა ლობჟანიძე 

2017 წლის ივ­ნის­ში ლობ­ჟა­ნი­ძემ და­ნი­ურ "რან­დერსთან“ სამ­წლი­ან კონ­ტრაქტს მო­ა­წე­რა ხელი. 2018 წლის აპ­რილ­ში, ექვს თა­მაშ­ში ლობ­ჯა­ნი­ძემ ექ­ვსჯერ გა­ი­ტა­ნა "რან­დერ­სის­თვის", მათ შო­რის, ჰეთ-თრი­კი "სონ­დე­რის­კეს­თან", რა­მაც მას თვის სა­უ­კე­თე­სო მო­თა­მა­შის წო­დე­ბა მო­უ­ტა­ნა ქარ­თველ ფეხ­ბურ­თე­ლებს შო­რის. ის ასე­ვე, ორ­ჯერ და­სა­ხელ­და და­ნი­ის სუ­პერ­ლი­გის კვი­რის გუნდში.

  • ფეხბურთელი საბა ლობჟანიძე მამა გახდა - ნახეთ, რა დაარქვეს ახალშობილს: პირველი კადრები შვილთან ერთად და ოჯახური ბედნიერება 

2020 წლის 30 იან­ვარს ლობ­ჟა­ნი­ძემ კონ­ტრაქ­ტი გა­ა­ფორ­მა თურ­ქულ კლუბ MKE Ankaragücü-სთან, 2021 წლის ივ­ნის­ში კი ხელი მო­ა­წე­რა სამ­წლი­ან კონ­ტრაქტს "ჰა­ტა­ის­პორ­თან", მას შემ­დეგ, რაც "ან­კა­რა­გი­უ­ჯი­უ­ში" სუ­პერლი­გი­დან დაქ­ვე­ით­და.

თურ­ქეთ­ში მომ­ხდა­რი და­მან­გრე­ვე­ლი მი­წისძვრის შემ­დეგ და 2023 წლის თე­ბერ­ვალ­ში "ჰა­ტა­ის­პო­რის" ლი­გი­დან გაყ­ვა­ნის შემ­დეგ ლობ­ჟა­ნი­ძე "ფა­ტიჰ კა­რა­გუმ­რუკს­ში" იჯა­რით სე­ზო­ნის ბო­ლომ­დე გა­და­ვი­და.

2023 წლის აგ­ვის­ტოს და­სა­წყის­ში კი ამე­რი­კა­ში, MLS-ის კლუბ "ატ­ლან­ტა იუ­ნა­ი­ტედ­ში" სამ­წლი­ა­ნი კონ­ტრაქ­ტით გა­და­ვი­და. მალე "ატ­ლან­ტა იუ­ნა­ი­ტე­დის“ პრეს­სამ­სა­ხურ­მა გუნ­დის ახალ­წვე­უ­ლის ინ­ტერ­ვიუ გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

საბა ლობჟანიძე და სალი კერატიშვილი 

ამე­რი­კა­ში გა­დას­ვლი­დან სამ თვე­ში ამე­რი­კუ­ლი სა­ფეხ­ბურ­თო გუნ­დის ფეხ­ბურ­თელ­მა, საყ­ვა­რელ ქალს სალი კე­რა­ტიშ­ვილს სტა­დი­ონ­ზე სთხო­ვა ხელი.გო­გო­ნა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ სე­რი­ალ "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი­დან“ გა­იც­ნო, სა­დაც ის "შა­გუს" შეყ­ვა­რე­ბულს თა­მა­შობ­და.