საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მარშზე „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მეორე შვილიშვილი შეეძინა:
„ჩემი შვილიშვილი დღეს დაიბადა, გაბრიელი და, ალბათ, ეს ნიშანია იმის, რომ მოდის ახალი მომავალი, მოდის ახალი საქართველო. ის საქართველო, რომელიც დღეს ჩემ წინ დგას არის თავისუფალი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს პრეზიდენტს პირველი მეუღლისგან, ნიკოლოზ გორჯესტანისგან (გუგუშვილი), რომელიც 22 წლის ასაკში რომში გაიცნო, ორი შვილი - თეიმურაზი და ქეთევანი ჰყავს, რომლებიც საქართველოში არ ცხოვრობენ.
სალომე ზურაბიშვილის უფროსი შვილი თეიმურაზ გორჯესტანი პროფესიით დიპლომატია და დიდ ბრიტანეთში საფრანგეთის საელჩოში მუშაობს. თეიმურაზი დედის გაპრეზიდენტების შემდეგ დაოჯახდა და ქორწილი საქართველოში გადაიხადა. ჰყავს ერთი ქალიშვილი ქეთევან გორჯესტანი.
ქეთევან გორჯესტანი პროფესიით ჟურნალისტია. ის წლების განმავლობაში საფრანგეთის ტელეკომპანია "ფრანც 24“-ში სპორტულ ჟურნალისტად მუშაობდა. ბოლო ხანს ის საცხოვრებლად ვაშინგტონში გადავიდა, სადაც უკვე ამავე ტელევიზიის სპეციალურ კორესპონდენტად მუშაობს...
"ემიგრაციაში შვილებთან ქართულად ლაპარაკი ვარჩიე. მეუბნებოდნენ, რად გინდა, კომპლექსები გაუჩნდებათ და ფრანგულს ვერ ისწავლიანო. ისეთი გრძნობა მქონდა, რომ თუ ჩემს შვილებს ქართულს არ ვასწავლიდი, ჩემთვის უცხოები გახდებოდნენ და რაც მთავარია, სამუდამოდ მოწყდებოდნენ სამშობლოს. შენი ერისა და ქვეყნის სიყვარულს ენა აგიხსნის" - ამბობდა პრეზიდენტი.