რამდენიმე დღის წინ კინოაკადემიის მუზეუმში გალა-კონცერტი გაიმართა. საღამოს უამრავი ვარსკვლავი ესწრებოდა, რომელთა შორის დემი მურიც იყო. 61 წლის მსახიობის წითელ ხალიჩაზე გამოჩენა, როგორც ყოველთვის, ხმაურიანი იყო.
მსახიობმა PRADA-ს გრძელი, მბზინავი კაბა მოირგო, ლუქი კი Tiffany & Co.-ს სამკაულებით კიდევ უფრო დახვეწილი გახადა.


დემი მური
დემი მური (დაბადებისას დემეტრია ჯინი) შტატ ნიუ-მექსიკოს ქალაქ როსველში დაიბადა 1962 წლის 11 ნოემბერს. გაიზარდა გაჭირვებულ ოჯახში, დედა და მამინაცვალი ლოთები იყვნენ და საცხოვრებელ ადგილსაც ხშირად იცვლიდნენ. დემიმ 16 წლის ასაკში სკოლა მიატოვა და სამოდელო სააგენტოს მიაკითხა. პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დემის ახალგაზრდა მეზობელმა ნასტასია კინსკიმ კინოში გადაღება ურჩია.
დემი 18 წლის ასაკში გაჰყვა ცოლად როკ-მუსიკოს ფრედი მურს. 1987 წელს ის მეორედ გათხოვდა მსახიობ ბრიუს უილისზე, 2005 წელს კი - კომედიურ მსახიობ ეშტონ კაჩერზე.
ერთ-ერთი პირველი როლი სერიალ „საერთო პროფილის საავადმყოფოში“ შეასრულა (1982-83). ამ ხანებში კოკაინს მიეჩვია. ნარკოტიკული დამოკიდებულებისგან 1985 წელს, ფილმ „წმინდა ელმოს ცეცხლის“ გადაღებისას განიკურნა, რაც რეჟისორ ჯოელ შუმახერის დამსახურებაა.
1990-იანების დამდეგს დემი ჰოლივუდში ყველაზე მაღალანაზღაურებად მსახიობად მიიჩნევა. ის მონაწილეობას იღებს ფილმებში: „მოჩვენება“, „რამდენიმე კარგი ბიჭი“, „სტრიპტიზი“, რაც მას სუპერვარსკვლავის სტატუსს ანიჭებს.
2003 წელს დემი მურს ანტიპრიზი „ოქროს ჟოლო“ მისცეს, როგორც ყველაზე ცუდ მსახიობს მეორეხარისხოვანი როლისთვის. იგივე პრიზები შეხვდა მას 1996 და 1997 წლებში მთავარი როლებისთვისაც.იხილეთ ასევე