პატარა ლიანას პირველი კადრები: ანასტასია ბენდუქიძე ოჯახურ ფოტოებს გვიზიარებს - Marao

პატარა ლიანას პირველი კადრები: ანასტასია ბენდუქიძე ოჯახურ ფოტოებს გვიზიარებს

2024-10-26 14:05:14+04:00

ანასტასია ბენდუქიძე მეორე შვილის დედა გახდა. სასიხარულო ამბავი და ფოტოები სოციალური ქსელის მომხმარებლებს თავად ანასტასიამ გაუზიარა. როგორც ცნობილია, გოგონას ლიანა დაარქვეს.

"როგორ გავიდა ეს 2 კვირა? არ მახსოვს ჩემი ცხოვრება ამ დარიჩინის ფუნთუშას გარეშე", – წერს ამჯერად ანასტასია და პატარა ლიანასთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს:

ანასტასია ბენდუქიძე 

ეკონომიკის ექსმინისტრის, კახა ბენდუქიძის შვილი ანასტასია ბენდუქიძე საზოგადოებამ მამის გარდაცვალების შემდეგ გაიცნო. ანასტასია სანამ მამის გვარზე ოფიციალურად გადავიდოდა, და ეს კახა ბენდუქიძის გარდაცვალების შემდეგ მოხდა, გონჩაროვას გვარს ატარებდა.

  • "5 რამ დამიბარა სიკვდილამდე" - რას იხსენებდა ანასტასია ბენდუქიძე მამის შესახებ 

სკანდალური სასამართლო პროცესების შედეგად, რომლებზეც უცხოური მედიაც აქტიურად წერდა, ლონდონის სასამართლოში ანასტასიამ დაამტკიცა, რომ ის მართლაც კახა ბენდუქიძის შვილი იყო და ამის შემდეგ მიიღო კიდეც მემკვიდრეობა.

  • "არ აქვს მნიშვნელობა, რა ქულები აქვს სკოლაში ჩემს შვილს ან რამდენ ენაზე საუბრობს, უბრალოდ მინდა, რომ ბედნიერი იყოს და ეს არის ცხოვრების მიზანი" - ანასტასია ბენდუქიძის ბლიც-ინტერვიუ 

ანასტასია ბენდუქიძე ოჯახთან ერთად საქართველოში ცხოვრობს. მან 2017 წელს  ბიზნესმენ ივანე მხეიძეზე იქორწინა, წყვილმა ქორწილი საბერძნეთში, მეგობრებისა და ახლობლების თანხლებით გადაიხადა. 2020 წელს ანასტასიასა და ივანეს პირველი შვილი შეეძინათ, რომელსაც ალექსანდრე დაარქვეს, სულ ცოტა ხნის წინ კი ისინი პატარა გოგონას, ლიანას მშობლები გახდნენ.