ბარსელონას ქალთა გუნდის ფეხბურთელი, აიტანა ბონმატი ოქროს ბურთის გამარჯვებული გახდა.
აღსანიშნავია, რომ აიტანამ ეს ჯილდო ზედიზედ მეორედ მოიგო. ამასთან, ეს ბარსასთვის ზედიზედ მე-4 ოქროს ბურთია, რადგან, ბონმატის მსგავსად, მანამდე, აღნიშნული პრიზი ზედიზედ 2-ჯერ ალექსია პუტელიასმაც დაისაკუთრა.
"მადლობა მხრუვალე აპლოდისმენტებისთვის. ამაყი ვარ, რომ ისევ აქ ვიმყოფები, მაგრამ ამისთვის მარტო არ მიმიღწევია. ძალიან მადლობელი და იღბლიანი ვარ, რომ ისეთი შესანიშნავი თანაგუნდელები მყავს, რომლებიც უკეთესს მხდიან. მადლობა კლუბში მომუშავე პირებს. მათ გარეშე, ამ წარმატებებს ვერ მივაღწევდით" - განაცხადა აიტანამ.
ფეხბურთელმა, ცოტა ხნის წინ,კლუბთან ახალი კონტრაქტი 2028 წლის ივლისამდე გააფორმა.
ESPN-ის ინფორმაციით, ბონმატი მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალი ფეხბურთელი გახდა.
ზუსტი რიცხვი არ სახელდება, თუმცა აქამდე, „ბარსელონას“ ქალთა გუნდში ყველაზე მაღალი ხელფასი ალესია პუტელიასს ჰქონდა, რომელიც კვირაში 15 000 ევროს, ყოველწლიურად კი – 800 ათას ევროს გამოიმუშავებდა.
გამოცემის ცნობით, „ოქროს ბურთის“ მოქმედი გამარჯვებულის, 26 წლის ბონმატის წლიური ანაზღაურება დაახლოებით ერთი მილიონი ევრო იქნება.
აიტანა ბონმატი
1998 წლის 18 იანვარს დაიბადა. იგი კატალონიელი პროფესიონალი ფეხბურთელია.
ბონმატი შეუერთდა ადგილობრივ CD Ribes გუნდს, როდესაც ის შვიდი წლის იყო. კლუბში დაახლოებით 400 ბიჭი იყო, ბონმატი კი ერთადერთი გოგონა. აფასებდა ბიჭების გუნდებში თამაშს, რადგან, სჯეროდა, რომ ეს დაეხმარა სიძლიერისა და ინტენსივობის გაუმჯობესებაში.